"ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" პარტნიორების ინტერვიუ BMG-ზე

09.01.2026

"ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" პარტნიორების ოთარ მაჩაიძისა და სიმონ ტაკაშვილის ინტერვიუ BMG-ის ბიზნეს კვირეულის ფარგლებში

კომპანიის პარტნიორებმა ისაუბრეს როგორც საკუთარ საქმიანობაზე კომპანიაში, ასევე, კომპანიის საქმიანობაზე ზოგადად. ოთარმა ხაზი გაუსვა იმას, რომ "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" ნიშა არის ბიზნეს სამართალი, რომელიც გულისხმობს როგორც ტრანზაქციებთან დაკავშირებულ იურიდიულ მომსახურებას, ასევე დავებთან დაკავშირებულ მომსახურებასაც, რაც მოიცავს კლიენტის წარმომადგენლობას, როგორც სასამართლოში, ასევე არბიტრაჟში. 

"ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" ბათუმის ფილიალი

სიმონ ტაკაშვილმა ისაუბრა "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" ახალ ფილიალზე, რომელიც 2025 წელს, ბათუმში გავხსენით და რომელსაც ჩვენი რეგიონალური პარტნიორი ნანა თურმანიძე უხელმძღვანელებს. ნანა, სულ რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, როგორც American University Washington College of Law-ს საერთაშორისო არბიტრაჟისა და ბიზნეს სამართლის მაგისტრი.

გაჭიანურებული სასამართლო პროცესები / დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები

ოთარმა ისაუბრა დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებზე, ამ სფეროში კომპანიის პარტნიორების როგორც აკადემიურ, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებაზე. მან განმარტა, რომ კომპანია, როგორც კლიენტთა წარმომადგენლობას ახორციელებს არბიტრაჟსა, თუ მედიაციაში. ასევე, პარტნიორები თავად მონაწილეობენ პროცესში, როგორც არბიტრები და მედიატორები. კომპანიის თანამშრომლები ასევე აქტიურადა არიან ჩართულები მოლაპარაკების პროცესში, რათა ხელი შეუწყონ ზოგადად დავების პრევენციას. 

Legal Opinions

ოთარმა ისაუბრა იურიდიული დასკვნების მომზადების პრაქტიკაზე და გამოყო ორი მიმართულება:

  • პირველი, როდესაც კლიენტი კომპანიას კონკრეტული სამართლებრივი კითხვებით მომართავს და თხოვს პოტენციური დავის შეფასებას, თუ ტრანზაქციის პროცესში დახმარებას;
  • მეორე, სამართლებრივი დასკვნების მომზადება საერთაშორისო საარბიტრაჟო განხილვებისა, თუ უცხოური სასამართლო პროცესებისათვის.

Cross-Border ტრანზაქციები

სიმონმა ისაუბრა უძრავი ქონების მიმართ გაზრდილ ინტერესსა და უცხოურ ინვესტიციებზე. ისაუბრა კომპანიის გამოცდილებაზე როგორც ფასიანი ქაღალდების გამოშვების სამართლებრივი მხარდაჭერის კუთხით, ასევე, პირდაპირი და პორტფელური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

სიმონმა ასევე ისაუბრა ბოლო წლების ტენდენციაზე და აღნიშნა, რომ ძალიან გამრავალფეროვნდა იურიდიული სფერო და უფრო საინტერესო გახდა. იმატა საკორპორაციო, შრომითსამართლებრივმა და პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულმა დავებმა.

J&T Consulting-ის სასწავლო ცენტრი

სიმონმა ისაუბრა კომპანიის სასწავლო ცენტრზე. აღნიშნა, რომ კომპანია უკვე რამდენიმე წელია აორგანიზებს უფასო ტრენინგებს სამართლის სტუდენტებისა და პრაქტიკოსი იურისტებისთვის, სამართლის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე. ჯეი ენდ თი ქონსალთინგის პარტნიორები და თანამშრომლები მუდმივად ცდილობენ აღნიშნული ტრენინგების ფარგლებში დაინტერესებულ პირებს გაუზიარონ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება.

J&T Consulting-ის გუნდი

ოთარმა, შეჯამების სახით, მადლობა გადაუხადა ჩვენი კომპანიის მთელ გუნდს და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანის განსაკუთრებული დამსახურებაა კომპანიის თანმიმდევრული ზრდა. 

 

ინტერვიუს სრულად სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ BMG-ის Youtube არხს: https://www.youtube.com/watch?v=u51YCO_8kF4

 

#J&TConsulting #BusinessLaw #BMG #OtarMachaidze #SimonTakashvili #TevdoreNinidze #Batumi