"ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" გუნდი ზრდას განაგრძობს. ამჯერად თბილისის ოფისის ორი ახალი პარალეგალი გვინდა წარმოგიდგინოთ.
სალომე ღორჯომელაძე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის [GIPA] ბაკალავრის საფეხურზე სწავლობს. სალომემ უკვე მოასწრო სოციალური მედიის მენეჯერობა და ჰაროგეიტის ქალთა კოლეჯის პრეფექტობა, რომელიც მას ყველაზე დიდ მიღწევად მიაჩნია.
ჩვენი გუნდი დარწმუნებულია, რომ ბრიტანული გამოცდილება სალომეს მომავალშიც არაერთხელ დაეხმარება ახალი წარმატებების მიღწევაში.
თამაზ სუჯაშვილი თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სწავლობს. თამაზმა და ჩვენმა კომპანიამ ერთმანეთი ზუსტად ერთი წლის წინ გაიცნეს, როდესაც თამაზმა მედიაციის ბრიფის წერის გასული წლის იმიტირებულ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა. ეს იმიტირებული შეჯიბრი სტუდენტებისათვის რამდენიმე წელია "ვაინშტაინის საერთაშორისო ფონდისა" და "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" ერთობლივი ინიციატივით ორგანიზდება.
ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ, რომ ამ კონკურსის უკლებლივ ყველა გამარჯვებული საუკეთესო ქართულ და ოცხოურ იურიდიულ ფირმებში მუშაობს. სექტემბრიდან მათ რიგებს თამაზიც შეუერთდა, როგორც ჩვენი თბილისის ოფისის პარალეგალი.
"ჯეი ენდ თი ქონსალთინგში" მუშაობა პროფესიასთან ორივესთვის პირველი შეხებაა, თუმცა რამდენიმე კვირაში მათ წარმატებით შეძლეს ადაპტირება და იმედი გვაქვს, რომ მომავალში სალომესა და თამაზის არაერთი წარმატების შესახებ მოგვიწევს საუბარი.