საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის სამართლებრივი და ეკონომიკური გავლენა

22.04.2022

ჯეი ენდ თი ქონსალთინგის მმართველმა პარტნიორმა, გიორგი ცერცვაძემ, ჰუმბოლდტის ფონდის მიერ შემუშავებული სპეციალური დიგიტალური პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, ჩაატარა კვლევა საქართველოში მოქმედი კონკურენციის კანონმდებლობის და პრაქტიკის ეფექტური შეფასების შესახებ.

კვლევის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები ჯეი ენდ თი ქონსალთინგის გუნდი და გერმანელი პარტნიორი - სამართლის დოქტორი მორის იაკობსი, რომელმაც, როგორც დამოუკიდებელმა ექსპერტმა შეაფასა კვლევის პროცესის შედეგების შესაბამისობა ევროპული კონკურენციის კანონმდებლობასთან.

გაცნობებთ, რომ კვლევის ქართულენოვანი ვერსიის 200 ეგზემპლარი გამოქვეყნდა ბეჭდური სახით, რომლებიც მიეწოდება საქართველოს საერთო სასამართლოებს, საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, ბიზნეს ასოციაციებს, უნივერსიტეტებს, ბიბლიოთეკებს და პროცესში ჩართულ დაინტერესებულ პირებს.

ხოლო წიგნის როგორც ქართულ, ასევე ინგლისურენოვანი ვერსია ელექტრონული სახით გამოქვენდა ჩვენი კომპანიის ვებ-გვერდზე და შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: