HICD ინსტიტუციური განვითარების ცენტრმა შეიმუშავა ვიდეოლექციების სერია - კომპანიის სამართლებრივი სტატუსის შესახებ, რომელსაც ჩვენი კომპანიის პარტნიორი, HICD პროექტის ექსპერტი და სამართლის დოქტორი, სიმონ ტაკაშვილი უძღვება.
ვიდეოლექციები წარმოადგენს დამხმარე რესურსს კომპანიის სამართლებრივი სამოქმედო გეგმისა და სხვა შიდა დოკუმენტების მომზადებისას და განიხილავს ისეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებს, როგორიცაა კომპანიის მიერ გასატარებელი სამართლებრივი ღონისძიებების ზოგადი ანალიზი, მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ განსახორციელებელი მოქმედებები, კომპანიის საქმიანობისა და მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი საფუძვლები/წყაროები და სხვა.
ლექციები ინგლისურენოვანი სუბტიტრებით ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://shorturl.ae/A20ix