იურიდიული ფირმა „J&T Consulting“ უკვე ზედიზედ მეთერთმეტედ დასახელდა The Legal 500-ის მიერ, როგორც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი იურიდიული კომპანია დავების გადაწყვეტის მიმართულებით [Tier 2], ხოლო მეოთხედ — კომერციული, კორპორაციული და M&A ტრანზაქციების მიმართულებით [Tier 2].
„J&T Consulting“-ის მმართველი პარტნიორი, გიორგი ცერცვაძე, დასახელებულია როგორც Leading Partner. ყოველწლიურად The Legal 500 ასახელებს შესაბამის სფეროში გამორჩეულად ძლიერ პარტნიორებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ ბაზარზე მნიშვნელოვან გარიგებებს და აღიარებულნი არიან როგორც კოლეგების, ისე კლიენტების მიერ.
იურიდიული ფირმის პარტნიორები, სიმონ ტაკაშვილი და ოთარ მაჩაიძე კი მომავალი თაობის პარტნიორებად დასახელდნენ. ამ სტატუსის ქვეშ, The Legal 500 ყოველწლიურად აერთიანებს ახალგაზრდა პარტნიორთა გამორჩეულ ჯგუფს, რომლებიც სარგებლობენ ბაზარზე კლიენტებისა და კოლეგების მნიშვნელოვანი აღიარებით და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მრავალ საქმეში.
ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე შეფასება, რომელიც დამოუკიდებლად შეაგროვა The Legal 500-ის კვლევითმა გუნდმა:
• მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საკონსულტაციო ფირმა აქცენტს მასშტაბზე აკეთებს, J&T გამოირჩევა მოქნილობით, ინდივიდუალური მიდგომითა და ადგილობრივი და რეგიონული ბაზრების ღრმა ცოდნით. მისი ბუტიკური ზომა უზრუნველყოფს მოქნილობას, პარტნიორების უშუალო ჩართულობასა და უფრო სწრაფ გადაწყვეტილებების მიღებას, რაც საბოლოოდ კლიენტთა უფრო მაღალ კმაყოფილებას განაპირობებს. ფირმის ერთგულება გამჭვირვალობისა და გაზომვადი შედეგების მიმართ ასევე გამოარჩევს მას უფრო დიდი ფირმებისგან, რომელთაც უფრო მკაცრი სტრუქტურები და ნაკლებად ინდივიდუალიზებული მომსახურება ახასიათებთ.
• მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე და პარტნიორი სიმონ ტაკაშვილი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან. სიმონ ტაკაშვილის ცოდნა ქართული სასამართლო პრაქტიკისა და სამართლებრივი პრაქტიკის მიმართულებით გამორჩეულია და მუდმივად ძალიან გვეხმარება.
• გუნდი გამოირჩევა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სამართლის სიღრმისეულიცოდნით, სტრატეგიული მიდგომითა და კლიენტზე ორიენტირებული ხედვით. კლიენტები განსაკუთრებით აფასებენ მათ ოპერატიულობას, გამჭვირვალობასა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს. ფირმა ასევე ნერგავს ინოვაციებს ტექნოლოგიების, მოქნილი ბილინგისა და თანამშრომლობითი მუშაობის მიმართულებით.
• ჩემი კომპანია ჩართულია მრავალმილიონიან საერთაშორისო დავაში. J&T-ის გუნდის ცოდნა დაგამოცდილება სწორედ ის არის, რაც ამ დავაში გვჭირდება. მმართველი პარტნიორი გიორგიცერცვაძე ეფექტიანად იყენებს როგორც მოლაპარაკების, ისე სასამართლო დავის წარმოებისუნარებს, რათა ჩვენთვის საუკეთესო შედეგი უზრუნველყოს.
• კომპანიას ჰყავს ძალიან ძლიერი გუნდის წევრები; მათთან თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ დადარწმუნებული ვარ, რომ მათი რჩევა ყოველთვის საუკეთესო იქნება ჩემი კომპანიისთვის.
• გუნდს ამ სფეროში ფართო გამოცდილება აქვს და თავისი ექსპერტიზით გამორჩეულად მრავალმხრივია. მათ განსაკუთრებულად გამოარჩევს ის, რომ კლიენტებს მხოლოდ კლიენტებად არაღიქვამენ; ისინი მათ პარტნიორებად მიიჩნევენ და მათ მიმართ ავლენენ გულწრფელ ზრუნვასა და ერთგულებას. ისინი თითოეულ დავალებას პროფესიონალიზმის უმაღლესი სტანდარტით უდგებიან, რის შედეგადაც მათთან თანამშრომლობა არა მხოლოდ პროდუქტიული, არამედ სასიამოვნოც არის. პოტენციური კლიენტები დააფასებენ იმ ფაქტს, რომ თანამშრომლობენ გუნდთან, რომელიცაერთიანებს ღრმა ცოდნასა და ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას. ეს ბალანსი უზრუნველყოფს, რომ მათთან თანამშრომლობა იყოს როგორც მაღალეფექტიანი, ისე ნამდვილად სასიამოვნო.
• უნიკალურობა: შპს „J&T Consulting“ გამოირჩევა კორპორაციული, კომერციული და M&A მომსახურებების ინტეგრირებული მიდგომით, რაც კლიენტებს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღონ სრულყოფილი იურიდიული მხარდაჭერა. გუნდი ცნობილია შედეგზე ორიენტირებულობით, ოპერატიულობითა და კომპლექსური სამართლებრივი საკითხების სტრატეგიულად გადაწყვეტისუნარით. გუნდის ძლიერი მხარეები და ძირითადი შესაძლებლობები: პროფესიონალიზმის მაღალი დონე კორპორაციულ და M&A ტრანზაქციებში; ექსპერტიზა კომერციულ, სახელშეკრულებო და საკონსულტაციო საკითხებში; კლიენტზე ორიენტირებული, პრაქტიკული და ყოვლისმომცველისტრატეგიის შემუშავება; ეფექტიანი კომუნიკაცია და პროცესების გამარტივება. სხვა ფირმებთანშედარებით: შპს „J&T Consulting“ სწრაფად პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს, იყენებს ინდივიდუალურმიდგომას და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას, რაც მას უფრო ტრადიციული დასტანდარტული ფირმებისგან განასხვავებს. ინოვაციები: გუნდში კომუნიკაციისა დათანამშრომლობის ინოვაციური მოდელები; მოქნილი და გამჭვირვალე ბილინგის სისტემა; ტექნოლოგიების ინტეგრაცია სამუშაო პროცესის ეფექტიანობის გასაზრდელად; მრავალფეროვანი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნა.
• ბილინგი ჩვენს შემთხვევაში ფიქსირებულია და არა საათობრივი; მიუხედავად იმისა, რომ ღირებულება შესაძლოა მაღალი ჩანდეს, ის ამად ნამდვილად ღირს. მთელი პერსონალი უკიდურესად კომპეტენტური და ყურადღებიანია. ჩვენ ერთად ვმუშაობდით ძალიან რთულ საქმეებზე და მათი ჩართულობა განსაკუთრებით დავაფასეთ.
• გუნდი აერთიანებს მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებს — მათ შორის ფინანსების, სტრატეგიისა და ოპერაციების მიმართულებით — რაც ფირმას საშუალებას აძლევს შესთავაზოს კლიენტებს ჰოლისტური გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთდროულად პასუხობს როგორც სტრატეგიულ, ისე საოპერაციო გამოწვევებს. კლიენტები განსაკუთრებით აფასებენ გუნდის ოპერატიულობას, ანალიტიკურ სიზუსტესა და უნარს, რთული საკითხები ნათელ და ქმედით გეგმებად გარდაქმნას. J&T-ის იურისტები ცნობილნი არიან თანამშრომლობითი სტილითა და ნდობის სწრაფად მოპოვების უნარით, რის გამოც ისინი აღიქმებიან ნამდვილ პარტნიორებად და არა გარე მრჩევლებად.
• თითოეული მათგანი გამოირჩევა დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით და ყოველთვის მზად არის დამატებითი ძალისხმევა გასწიოს.
• უმაღლესი დონის პროფესიონალები.
• გუნდი ძალიან გამოცდილი და კომპეტენტურია.
აღსანიშნავია, რომ The Legal 500 არის ბრიტანული იურიდიული კვლევითი და საგამომცემლო კომპანია, რომელიც 1987 წლიდან მსოფლიოს მასშტაბით იკვლევს იურიდიული ფირმებისშესაძლებლობებს.
დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ:https://www.legal500.com/firms/17664-jt-consulting-llc/c-georgia/rankings





