ჩვენი კომპანიის პარტნიორი, ასოცირებული პროფესორი, ოთარ მაჩაიძე, კვლევითი ვიზიტით იმყოფება ქალაქ რომში, UNIDROIT [International Institute for the Unification of Private Law]-ის კვლევითი ინსტიტუტში, ამავე ინსტიტუტის მიწვევით და GIPA-ის ფინანსური მხარადაჭერით.
ვიზიტის განმავლობაში, ოთარი ასევე, მონაწილეობს ERASMUS+-ის აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც, სხვა აკადემიურ აქტივობებთან ერთად, 2023 წლის 21 მარტს მან მონაწილეობა მიიღო რომის TOR VERGATA-ს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, სადაც წარადგენა მოხსენება, საქართველში დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების შესახებ.