2018 წლის 26-29 ოქტომბერს ვაინშტაინის საერთაშორისო ფონდის (Weinstein International Foundation) და ჯეი ენდ თი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორის _ გიორგი ცერცვაძის ერთობლივი ინიციატივით მედიაციის განვითარებისადმი მიძღვნილი სამდღიანი კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ესტუმრნენ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკოსები და ვაინშტაინის საერთაშორისო ფონდის ბორდის წევრები:
დანიელ ვაინშტაინი
დანიელ ვაინშტანი კალიფორნიის ყოფილი მოსამართლე და JAMS-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. იგი როგორც აშშ-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ რთული და კომპლექსური კერძოსამართლებრივი დავების გადაწყვეტის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ მედიატორად ითვლება. მოსამართლე ვაინშტაინი პიონერია აშშ-ს მასშტაბით მედიაციის განვითარებასა და მის გავრცელებაში.
https://www.weinsteininternational.org/our-leadership/daniel-weinstein/
დევიდ კარდენი
დევიდ კარდენი სახელგანთქმული ამერიკელი იურისტი და დიპლომატია. იგი წარმოადგენდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში აშშ-ს სრულუფლებიან ელჩს. აღნიშნულ პოზიციაზე დევიდი 2010 წელს წარადგინა ბარაკ ობამამ და 2011 წელს დაამტკიცა აშშ-ს სენატმა. კარდენი ამჟამად საერთაშორისო იურიდიული კომპანია Jones Day-ის პარტნიორია ამავე კომპანიის წარმომადგენლობების მიერ წარმართულ საქმეებში აზიის მასშტაბით.
https://www.weinsteininternational.org/our-leadership/david-carden/
ბრუს ედვარდსი
ბრუს ედვარდსი პრფესიონალი მედიატორია 1985 წლიდან, ამერიკის მასშტაბით მას 7,000-ზე მეტ მედიაციის პროცესში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბრუსმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამერიკაში ყველაზე დიდი და წარმატებული დავის გადაწყვეტის ცენტრის JAMS-ის დაფუძნებაში, იგი ამ კომპანიის თავმჯდომარის პოზიციასაც იკავებდა. 2018 წელს იგი ეროვნული სამართლებრივი ჟურნალის მიერ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ჩემპიონად დასახელდა.
https://www.weinsteininternational.org/our-leadership/bruce-edwards/
ჯეი ველში
ჯეი ველში JAMS-ს 1991 წელს შეუერთდა და ამ პერიოდიდან მნიშვნელოვან როლს თამაშობს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების განვითარებასა და გავრცელებაში, როგორც ამერიკაში, ასევე საერთაშორისო დონეზე. როგორც JAMS-ის ყოფილმა აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა კონსულმა მსოფლიოს მასშტაბით JAMS-ის ეგიდით ოცდაერთი ცენტრის შექმნაში მიიღო მონაწიელობა.
https://www.weinsteininternational.org/our-leadership/jay-welsh/
ლეონარდო დურსო
ლეონარდო დურსო დავის ალტერნატიული გადაწყეტის ცენტრის დირექტორი და თანადამფუძნებელია იტალიაში. აღნიშნული ცენტრი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მედიაციის ცენტრია. 1998 წლის შემდეგ მან ათასზე მეტ ეროვნულ და საერთაშორისო კომპლექსური კერძოსამართლებრივი დავის მედიაციით გადაწყვეტაში მიიღო მონაწილეობა. მისი ჩართულობით ოც წლიანი მოღვაწეობის პერიოდში იტალიაში ოცდათერთმეტი დავის გადაწყვეტის ცენტრი შეიქმნა. ლეონარდო ასევე აქტიურად იყო ჩართული ინოვაციური პლათფორმის ODR-ის შექმნაში, რომელიც დავის ონლაინ გადაწყვეტის საშუალებას იძლევა.
https://www.weinsteininternational.org/our-leadership/leonardo-durso/
26 ოქტომბერს სასტუმრო „ბილტმორში“ მედიაციის პოპულარიზაციისა და მისი დანერგვის საშუალებებისადმი მიძღვნილ შეხვედრას ვაინშტაინის საერთაშორისო ფონდის ბორდის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი ქ-ნი თეა წულუკიანი და მინისტრის პირველი მოადგილე ბ-ნი მიხეილ სარჯველაძე.
მინისტრმა და ბორდის წევრებმა მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და უპასუხეს შეკითხვებს. ღონისძიების დასასრულს პანელური დისკუსია იურიდიული ფირმა "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" მმართველი პარტნიორის - გიორგი ცერცვაძის მოდერირებით წარიმართა.
27-28 ოქტომბერს კახეთში გამართულ ორდღიან შეხვედრას დაესწრო სხვადასხვა დროს ვაინშტაინ/ჯემსის პროგრამის (Weinstein JAMS Felloship) ბენეფიციარი ოცამდე მედიატორი ათზე მეტი ქვეყნიდან. შეხვედრაზე განხილულ იქნა როგორც უშუალოდ საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში არსებული მდგომარეობა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის თვალსაზრისით. ყურადღება გამახვილდა რეგიონში ერთობლივი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე, რამაც მედიაციის და არბიტრაჟის ცნობადობა და მათი გამოყენების ხარისხი კიდევ უფრო უნდა გაზარდოს.