ჯეი ენდ თი ქონსალთინგი, ზედიზედ მეექვსედ იქნა დასახელებული The Legal 500-ის მიერ, დავების გადაწყვეტის მიმართულებით, ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ კომპანიად საქართველოში. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი ოთარ მაჩაიძე, კი ამ სფეროს ამომავალ ვარსკვლავთა სიაშია და განსაკურებულადაა აღნიშნული მისი წვლილი კომპანიის მიერ ბოლო პერიოდში წარმოებულ საქმეებში, კომპანიის მმართველ პარტნიორ გიორგი ცერცვაძესა და პარტნიორ სიმონ ტაკაშვილთან ერთად.
The Legal 500, 14 აპრილს გამოქვეყნებულ გამოცემაში წერს:
„ჯეი ენდ თი ქონსალთინგის კლიენტები, კომპანიაზე საუბრისას, განსაკუთრებულად მისი გუნდის კომუნიკაციისა და კლიენტის მოსმენის საოცარ უნარებსს აღნიშნავენ. გუნდი, რომელსაც ჯეი ენდ თი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი - გიორგი ცერცვაძე ხელმძღვანელობს, წარმატებით მუშაობს სატრანსპორტო, საკვები პროდუქტების, ფიტნესისა და საავიაციო ბიზნესთან დაკავშირებულ დავებზე. კომპანია ასევე აქტიურად წარმოადგენს კლიენტებს შრომით სამართლებრივ დავებშიც.
ჯეი ენდ თი ქონსალთინგის კლიენტები განსაკუთრებულად გამოყოფენ კომპანიის პარტნიორის - ოთარ მაჩაიძის საქმიანობასაც.“
მოხარულები ვართ, ასევე გაგიზიაროთ ჩვენი კლიენტების რამდენიმე შეფასება, რომელიც The Legal 500-ის მიერ იქნა შერჩეული:
„ჯეი ენდ თი ქონსალთინგი ერთ-ერთია იმ სულ რამდენიმე იურიდიულ ფირმათაგან, რომლებიც თბილისში არიან წარმოდგენილი, რომლებსაც შეუძლიათ აწარმოონ ბიზნეს საქმიანობა როგორც საერთაშორისო კლიენტებთან, ასევე ეფექტურად წარმოადინონ კლიენტები ქართულ სასამართლოებში.“
„ოთარ მაჩაიძე არის შესანიშნავი წარმომადგენელი, რომელიც საოცრად უძღვება კომპანიის კლიენტების საქმეებს.“
„კომპანიის გუნდი შედგება ძალიან ორგანიზებული, მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური წევრებისაგან.“