2019 წლის6 ივნისს, ალექსანდრე ფონ ჰუმბოლტის ფონდის (AVH), გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) და აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (ZOIS) ორგანიზებით, ბერლინში გაიმართა ე.წ. Pecha Kucha პრეზენტაციების საღამო, სადაც პრეზენტაციით წარსდგა "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე.
Pecha Kucha აკადემიური პრეზენტაციის ინოვაციური მეთოდია, რომელიც პირველად იაპონიაში შეიქმნა. დღეისათვის არსებობს Pecha Kucha საერთაშორისო ქსელი, რომლის გამოცდილებასაც გერმანული აკადემიური ინსტიტუტები აქტიურად იყენებენ.
ზემოაღნიშნული საღამოს ორგანიზების ძირითადი მიზანი იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მეცნიერების მიერ განხორციელებული კვლევების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობისას გამოყენებული ყოფილიყო პრეზენტაციის ეს ახალი მეთოდი, რომელიც ამ რეგიონში (და მათ შორის საქართველოშიც) ნაკლებად არის ცნობილი.
მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ აკადემიური პრეზენტაციის ზემოაღნიშნული მეთოდი საქართველოშიც აქტიურად დაინერგება.
გიორგი ცერცვაძე ალექსანდრე ფონ ჰუმბოლტის სტიპენდიის ფარგლებში ივნისის დასაწყისიდან გერმანიაში იმყოფება და კონკურენციის სამართლის ქართულენოვან სახელმძღვანელოზე მუშაობს. მისი პრეზენტაცია სამართლის ამ დარგის ევროპულ რეგულირებებთან ჰარმონიზაციას შეეხებოდა