დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტმა "ჯეი ენდ თი ქონსალთინგს" მადლობის სიგელი გადასცა

25.06.2015

2015 წლის 24 ივნისს დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტმა სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

ინსტიტუტის დირექტორმა დიმიტრი გეგენავამ განსაკუთრებით აღნიშნა "ჯეი ენდ თი ქონსალთინგთან" წარმატებული თანამშრომლობის შესახებ და ჩვენს კომპანიას მადლობის სიგელიც გადასცა.

"ჯეი ენდ თი ქონსალთინგი" ყოველთვის მზადაა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ისეთი პროექტების განხორციელებაში, რომლებიც სტუდენტებისა თუ კურსდამთავრებულების აკადემიური საქმიანობის წახალისებას ითვალისწინებს და ხელს უწყობს სამართლის, როგორც მეცნიერების განვითარებას