მიმდინარე წლის 23-27 სექტემბერს, ჯეი ენდ თი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე იურიდიული ფირმა STRIK-ის მიწვევით ამსტერდამში (ნიდერლანდები) იმყოფებოდა.
STRIK ამსტერდამში ბაზირებული იურიდიული კომპანიაა, რომელიც 1991 წლიდან სთავაზობს ტრასტ მენეჯმენტის მომსახურებას კლიენტებს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის პოსტ საბჭოთა სივრციდან.
შეხვედრის მიზანი იყო უკვე არსებული პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება, რათა რაც შეიძლება მეტმა ქართულმა ბიზნესმა შეიტყოს იმ პრივილეგიების შესახებ, რომელიც მათი კორპორატიული სტრუქტურის ნიდერლანდების კანონმდებლობის გამოყენებით აწყობა გულისხმობს. რამდენიმე ქართულმა ბიზნესმა უკვე წარმატებით ისარგებლა STRIK და J&T ერთობლივი მომსახურებით, რაც ქართულ ბაზარზე ამ სეგმენტის პერსპექტიულობას ადასტურებს.
კომპანიის დამფუძნებელთან, კრისტიან სტრიკთან და მის გუნდთან შეთანხმდა და მომავალი წლისთვის დაიგემგმა ინტენსიური კამპანია, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ნიდერლანდების იურისდიქციის გამოყენებით დაინტერესებული ქართული ბიზნესების რაოდენობის ზრდას.
ეს შეხვედრა გახლდათ პირველი - შეხვედრების იმ სერიიდან, რომელსაც ჯეი ენდ თი ქონსალთინგი თავის მოქმედ და პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებთან პოსტ კოვიდ პერიოდისათვის მომზადების ფარგლებში გეგმავს. შეხვედრების სერიის მიზანია აქამდე აუთვისებელ საერთაშორისო რესურსებზე ქართული ბიზნესის ხელმისაწვდომობის გაზრდა იურიდიული მომსახურების ახალი და ინოვაციური სეგმენტების დანერგვის გზით.