ოთარ მაჩაიძე არჩეულ იქნა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის გამგეობის წევრად

28.06.2023

იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ პარტნიორი, ოთარ მაჩაიძე, არჩეულ იქნა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის გამგეობის წევრად.

საქმიანობის 10 წლის შემდეგ, ასოციაციამ კორპორაციული მმართველობის სისტემა არსებითად შეცვალა. ნაცვლად მმართველი საბჭოსი, ორგანიზაციის წევრებმა აირჩიეს სამეთვალყურეო ფუნქციის მქონე გამგეობა.

ორგანიზაციის კორპორაციული მართვის სისტემის გარდაქმნა შესაძლებელი გახდა The USAID Economic Governance Program-ის მხარდაჭერით ორგანიზაციული განვითარების პროგრამის ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ აღნიშნულ ბმულზე.