„ჯეი ენდ თი ქონსალთინგი" წამყვან იურიდიულ ფირმებს შორისაა 2024

04.04.2024

იურიდიული ფირმა, “ჯეი ენდ თი” ქონსალთინგი The Legal 500-ის მიერ უკვე ზედიზედ მეცხრედ დასახელდა დავების გადაწყვეტის მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ კომპანიად საქართველოში, ხოლო უკვე მეორედ, კომერციული და კორპორაციული ტრანზაქციების  მიმართულებით.

იურიდიული კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი, ოთარ მაჩაიძე, დასახელდა მომავალი თაობის პარტნიორად. “ჯეი ენდ თი” ქონსალთინგის გუნდი ულოცავს მას ამ მიღწევას!

გარდა ამისა, The Legal 500-ის მიერ განსაკურებულადაა აღნიშნული მმართველი პარტნიორის -  გიორგი ცერცვაძისა და პარტნიორის -  სიმონ ტაკაშვილის წვლილი ფირმის მიერ  წარმოებულ საქმეებში.  

ჩვენი იურიდიული ფირმის იურისტები, თათია თურაზაშვილი და ქეთევან კვეტენაძე, აგრეთვე, ჩვენი რეგიონული წარმომადგენელი, ნანა თურმანიძე, დასახელდნენ “ჯეი ენდ თი” -ქონსალთინგის გუნდის გამორჩეულ წევრებად!

გიზიარებთ, The Legal 500-ის მიერ შერჩეული იურიდიული კომპანიის კლიენტების რამდენიმე შეფასებას:

იურიდიული კომპანია შესანიშნავი კავშირებითა და პროფესიონალი თანამშრომლებით”

ინდივიდუალური მიდგომა უზრუნველყოფილია, კომპანია იჩენს განსაკუთრებულ ყურადღებას კლიენტის საჭიროებებისა და პრობლემის გადაჭრის გზების მიმართ”

ჯეი ენდ თი” ქონსალთინგი გამოირჩევა სწრაფი მომსახურებით და კლიენტის ნებბისმიერ საჭიროებაზე მყისიერი რეაგირებით. გარდა ამისა, გუნდის გასაოცარი პროფესიონალიზმი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე”.

ნანა თურმანიძე არის იურისტი, რომელთან მუშაობაც განსაკუთრებულად სასიამოვნოა. იგი გამოირჩევა სიზუსტით დაგეგმვისას, ბიზნეს გეგმების ჩამოყალიბებისას და ალტერნატივების ძიებისას. ამასთანავე, მისი მუდმივი ხელმისაწვდომობა გამორჩეულია. მან გამოასწორა სხვა იურისტების შეცდომები და ძალიან ბვევრი დრო დამიზოგა”.

შეგახსენებთ, რომ The Legal 500 არის ბრიტანული იურიდიული კვლევითი და საგამომცემლო კომპანია, რომელიც  1987 წლიდან აანალიზებს იურიდიული კომპანიების შესაძლებლობებს მსოფლიოს მასშტაბით.