2021 წლის სექტემბერში ჰუმბოლდტის ფონდმა შეიმუშავა სპეციალური დიგიტალური პარტნიორობის პროგრამა, რომელიც პანდემიის პირობებში კვლევების წახალისებას და ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
ჯეი ენდ თი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე ამ პროგრამის ერთერთი გამარჯვებულია.
პროგრამა ითვალისწინებს 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის თებერვლამდე პერიოდში საქართველოში მოქმედი კონკურენციის კანონმდებლობის და პრაქტიკის ეფექტურობის შეფასებას. კვლევამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რამდენად ახდენს გავლენას ეს კანონმდებლობა ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაზე, როგორია ეს გავლენა და რა რეკომენდაციების შეიძლება არსებობდეს მისი გაუმჯობესების პროცესში.
პროექტს ასევე ჰყავს გერმანელი პარტნიორი - სამართლის დოქტორი მორის აიკობსი. ბატონი იაკობსი წლების განმავლობაში მუშაობდა ერთერთ წამყვან იურიდიულ ფირმაში კონკურენციის მიმართულებით. ამჟამად ის გერმანიის ფედერალური საკარტელო უწყების საერთაშორისო დეპარტამენტში საქმიანობს და კითხულობს ლექციებს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. მისი როლი პროექტში გულისხმობს კვლევის პროცესში მიღებული შედეგების დამოუკიდებელ საექსპერტო შეფასებას ევროპული კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით.
„ჩემთვის პატივია, რომ მოვხვდი იმ უკიდურესად შეზღუდულ პირთა წრეში, ვისაც ჰუმბოლდტის ფონდმა პროექტის წარდგენა შესთავაზა. კიდევ უფრო დასაფასებელია, რომ წარდგენილ პროექტებს შორის სწორედ ჩვენს პროექტს მიენიჭა უპირატესობა. განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ პროექტმა შესაძლებლობა მომცა მის განხორციელებაში ჩამერთო ჯეი ენდ თი ქონსალთინგის გუნდი, რომელიც სრულად მონაწილეობს ყველა აქტივობაში. ვიწვევთ ყველა ბიზნეს ასოციაციას, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ კომპანიას, ვისაც აქვს ინტერესი ამ მიმართულებით და მზად არის წვლილი შეიტანოს ამ საქმეშ.“ -აცხადებს გიორგი ცერცვაძე.
ჯეი ენდ თი ქონსალთინგი პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას დაინტერესებულ საზოგადოებას პროექტის მიმდინარეობისა და მისი შედეგების შესახებ.