სიახლეები

გაეროს ფონდებისა და პროგრამების ომბუდსმენის ოფისის ინიციატივით,  საჩივრებზე სათანადო, კომპეტენტური რეაგირებისა და  მედიაციის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, შეიქმნა გლობალური მედიაციის პანელი. 

 

ჩვენი გუნდი ძალიან მოხარულია გაცნობოთ, რომ „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე შერჩეულ იქნა გლობალური მედიაციის პანელის ერთ-ერთ მედიატორად. აღნიშული პანელი, გაეროს ხუთ ორგანიზაციას UNDP, UNFPA, UNICEF, UNOPS და UN-Women დამოუკიდებელი ორგანოს (ომბუდსმენის ოფისის) საშუალებით მისცემს შესაძლებლობას დავის წარმოშობის შემთხვევაში მათი რეაგირება იყოს უფრო ეფექტიანი, სწაფი, ნაკლებად სტრესული და კონფიდენციალური, ვიდრე ეს ტრადიციული გამოძიებისა, თუ საქმის წარმოების პროცესშია. 

იხილეთ ვრცლად

კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის სამართლის სკოლაში (CSL) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად 2020 წლის 6 მაისს ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების მიხედვით, ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უფროსი იურისტი - სიმონ ტაკაშვილი ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 3 წლის ვადით აირჩიეს.

ჩვენი გუნდი ულოცავს სიმონს და უსურვებს პროფესიულ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

გიზიარებთ ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უფროსი იურისტისა და GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის მოწვეული ლექტორის, ოთარ მაჩაიძის ბლოგს "კორონავირუსი - ახალი კაზუსი "ბიზნეს" იურისტებისათვის".

ბლოგი შექმნილია GIPA-ს ეგიდით და მისი ნახვა შეგიძლიათ მითითებული ბმულის საშუალებით: http://blog.radiogipa.ge/?p=4758 

იხილეთ ვრცლად

"ჯეი ენდ თი ქონსალთინგი", ზედიზედ მეხუთედ იქნა დასახელებული The Legal 500-ის მიერ, დავების გადაწყვეტის მიმართულებით, ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ კომპანიად საქართველოში. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უფროსი იურისტი ოთარ მაჩაიძე, კი ამ სფეროს ამომავალ ვარსკვლავთა სიაშია და განსაკურებულადაა აღნიშნული მისი წვლილი კომპანიის მიერ ბოლო პერიოდში წარმოებულ საქმეებში.

"ჯეი ენდ თი ქონსალთინგის გუნდი სიღრმისეულად სწავლობს საკითხს და მუშაობს დავის მოსაგვარების ყველა შესაძლო ვარიანტზე. გიორგი ცერცვაძის ხელმძღვანელობით, რომელიც კომპანიის კლიენტებისათვის მუდმივად ხელმისაწვდომია, კომპანიის გუნდი, სხვა სახის დავებთან ერთად, მუშაობს სატრანსპორტო, საცალო გაყიდვებსა და საფოსტო სერვისთან დაკავშირებულ დავებზე". _ ვკითხულობს The Legal 500 -ის მიერ, დღეს გამოქვეყნებულ შესფასებაში. 

კლიენტების შეფასებებში კი აღნიშნულია, რომ "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" გუნდი პროფესიონალი იურისტებისაგან შედგება, რომელთათვისაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი კანონიერება და სამართლიანობაა. ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ გიორგი ცერცვაძის, სიმონ ტაკაშვილისა და მათე ხვედელიძის პროფესიონალიზმი განსაკუთრებული აღნიშვნას იმსახურებს.

იხილეთ ვრცლად

Covid 19 - ახალი კორონავირუსის მსოფლიო მასშტაბით პანდემიური გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობა მტკივნეულად აისახება დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობაზე.

ჯეი ენდ თი ქონსალთინგი წლების განმავლობაში წარმოადგენდა და წარმოადგენს როგორც ქვეყნის უმსხვილესი დამსაქმებლების, ასევე დასაქმებულების ინტერესებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ ჩვენი კომპანიის სამართლებრივ შეფასებას, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: http://jtconsulting-geo.com/uploads/library/Bmdsbx9fhVxSV2EubSBKdV6vYM1uWpbz.pdf

იხილეთ ვრცლად