ოთარ მაჩაიძემ BM.GE-ის გადაცემაში „წერტილი“
იურიდიული კომპანია J&T Consulting-ის პარტნიორმა ოთარ მაჩაიძემ BM.GE-ის გადაცემაში „წერტილი“ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებთან, საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და იურიდიული მომსახურების ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.
ENKA საქართველოს წინააღმდეგ
ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ENKA-სა და საქართველოს სახელმწიფოს შორის საარბიტრაჟო დავა, რომლის შედეგადაც საქართველოს სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულებები დაეკისრა. საუბარი შეეხო აღნიშნული დავის სამართლებრივ ასპექტებს, პარალელურ სამართლებრივ პროცესებსა და იმ ძირითად გაკვეთილებს, რომლებიც სახელმწიფომ საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისას უნდა გაითვალისწინოს.
საინვესტიციო კლიმატი საქართველოში
ინტერვიუს ფარგლებში ასევე განხილულ იქნა საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო საინვესტიციო დავები, მათთან დაკავშირებული ფინანსური რისკები, ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ინვესტორების განწყობები და გამოწვევები, მათ შორის სასამართლო სისტემის როლი ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებაში.
საქართველოში იურიდიული მომსახურების ბაზრის განვითარების ტენდენციები
საუბარი შეეხო საქართველოში იურიდიული მომსახურების ბაზრის განვითარების ტენდენციებს, J&T Consulting-ის საქმიანობას, მომსახურების მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებს.
ინტერვიუს სრულად სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://www.youtube.com/watch?v=nFV9t3ZFidw





