სიახლეები

2019 წლის 6 ივნისს, ალექსანდრე ფონ ჰუმბოლტის ფონდის (AVH), გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) და აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (ZOIS) ორგანიზებით, ბერლინში გაიმართა ე.წ. Pecha Kucha პრეზენტაციების საღამო, სადაც პრეზენტაციით წარსდგა "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე. 

Pecha Kucha აკადემიური პრეზენტაციის ინოვაციური მეთოდია, რომელიც პირველად იაპონიაში შეიქმნა. დღეისათვის არსებობს Pecha Kucha საერთაშორისო ქსელი, რომლის გამოცდილებასაც გერმანული აკადემიური ინსტიტუტები აქტიურად იყენებენ.

იხილეთ ვრცლად

იურიდიული კომპანიების საერთაშორისო სააგენტოს  The Legal 500-ის მიერ დავების გადაწყვეტის მიმართულებით „ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“ დასახელებულ იქნა ერთ-ერთ წამყავან იურიდიულ კომპანიად, რომელსაც აქვს ამ მიმართულების „სპეფიციფიკური გამოცდილება“.

„ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ უფროსი იურისტი ოთარ მაჩაიძე კი დასახლებულ იქნა „მომავალი თაობის“ ერთ-ერთ საუკეთესო იურისტად. კომპანია ულოცავს ოთარს ამ აღიარებას და მიიჩნევს, რომ იურისტების ახალ თაობაში მას თავისი ღირსეული ადგილი სამართლიანად უჭირავს ლიდერებს შორის. 

იურიდიულ ბაზარზე მაღალი კონკურენციის მიუხედავად, „ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“ სტაბილურად ინარჩუნებს და ყოველწლიურად იუმჯობესებს პოზიციებს რეიტინგში.

 

იხილეთ ვრცლად

DLA Piper-ის პროექტის ფარგლებში, კომპანია‘’ჯეი ენდ თი ქონსალთინგის’’ გუნდმა ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციასთან დაკავშირებული ქართული კანონმდებლობისა და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ განხილული დავების კვლევა განახორციელა. კვლევა გამოქვეყნებულია DLA Piper-ის 2019 წლის Global Merger Control Handbook სამტომეულის მეორე წიგნში.

Global Merger Control Handbook 55 ქვეყნის კანონმდებლობის ანალიზს აერთიანებს, გამოცემის ქართულ ნაწილზე "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" უფროსმა იურისტმა თეო კვირიკაშვილმა და იურისტმა ქეთევან თარხნიშვილმა იმუშავეს

იხილეთ ვრცლად

„ჯეი ენდ თი ქონსალთინგმა“ პარტნიორ გერმანულ იურიდიულ ფირმასთან ერთად გერმანიაში ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას მიაღწია. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა სახელშეკრულება დავა ქართული კომპანიის სარჩელის საფუძველზე, გერმანული კომპანიის მიმართ. მოსარჩელე ითხოვდა მის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას. 

იხილეთ ვრცლად

2019 წლის12-14 თებერვალს "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე, ნიუ ჯერსის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დავების გადაწყვეტის ინსტიტუტის (New Jersey City University Business School Institute for Dispute Resolution https://www.njcu.edu/academics/institute-dispute-resolution-idr) დირექტორის, დევიდ ვაისის სპეციალური  მიწვევით, დაესწრო ორდღიან სამუშაო შეხვედრას ბუდაპეშტში. 

იხილეთ ვრცლად