სიახლეები

19-20 სექტემბერს ევროკომისიის ორგანიზებით სასტუმრო ბილტომორში ორდღიანი სემინარი გაიმართა. სემინარზე ევროკავშირის, საქართველოს პარლამენტის, პროფესიული კავშირების, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA), დასაქმებულთა ასოციაციის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმოამდგენლებმა საქართველოში არსებული შრომის სტანდარტები და სამუშაო პირობები განიხილეს. სემინარში მონაწილეობდა ჩვენი კომპანიის მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე, მან თავის მოხსენებაში არსებულ პრობლემებზე, ბიზნესექტორის ხედვასა და პრობლემების მოგვარებაში ბიზნესის როლზე ისაუბრა. 

იხილეთ ვრცლად

ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" ინიციატივით გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ასოციაციის წევრები მედიაციის შესახებ კანონპროექტს გაეცნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის გზების გამოყენების უპირატესობაზე ბიზნესისათვის. 

იხილეთ ვრცლად

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული FC ლევან ჯანაშიას გუნდი გახდა. გუნდმა “ადვოკატის თასი” ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.

 

იხილეთ ვრცლად

„ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“ The Legal 500-ის მიერ ზედიზედ მესამედ დასახელდა საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ ფირმად!

"კომპანიის მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე ძლიერ გამოცდილებას ფლობს სამართალწარმოებასა და არბიტრაჟში. ის რომპეტროლ საქართველოს რამდენიმე საქმეში უწევდა წარმომადგენლობას საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და კომპანიის ყოფილი მეიჯარის წინააღმდეგ."

 

იხილეთ ვრცლად

„ჯეი ენდ თი ქონსალთინგს,“ თავისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით არაერთხელ უწარმოებია საქმე  ევროპაში და პირიქით - ევროპელი კლიენტებისათვის საქართველოში. შესაბამისად, მიგვაჩნია და იმედს გამოვთქვამთ, რომ ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრობა კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის ჩვენს თანამშრომლობას ქართულ და ევროპულ კომპანიებთან, რომლებსაც საერთო ინტერესი აქვთ და ფიქრობენ ყველა იმ უპირატესობის წარმატებულ გამოყენებაზე, რასაც ევროპასა და საქართველოში შორის მჭიდრო სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები იძლევა. 

 

                                                               

იხილეთ ვრცლად