სიახლეები

2019 წლის12-14 თებერვალს "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე, ნიუ ჯერსის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დავების გადაწყვეტის ინსტიტუტის (New Jersey City University Business School Institute for Dispute Resolution https://www.njcu.edu/academics/institute-dispute-resolution-idr) დირექტორის, დევიდ ვაისის სპეციალური  მიწვევით, დაესწრო ორდღიან სამუშაო შეხვედრას ბუდაპეშტში. 

იხილეთ ვრცლად

2018 წლის 12-15 დეკემბერს ჯეი ენდ თი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე და „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის“ თავმჯდომარე ლევან ჯანაშია ავსტრიის ყოფილი იუსტიციის მინისტრის კლაუდია ბანდიონ-ორტნერის მიწვევით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმყოფებოდნენ. 

12 დეკემბერს გიორგი ცერცვაძე და ლევან ჯანაშია, როგორც სპეციალური სტუმრები დაესწრნენ ოფიციალურ საშობაო მიღებას ავსტრიის მართლმსაჯულების სასახლეში, რომელიც იუსტიციის მინისტრის იოზეფ მოზერის სახელით გაიმართა. მიღების ფარგლებში შედგა მოკლეარაფორმალური გაცნობითი შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან იოზეფ მოზერთან და ყოფილ მინისტრთან ნიკოლაუს მიხალეკთან. ეს უკანასკნელი ავსტრიის მეორე რესპუბილიკის ისტორიაში ყველაზე დიდხანს, 10 წლის განმავლობაში (1990-2000 წლებში) ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს. 

 

იხილეთ ვრცლად

2018 წლის 26-29 ოქტომბერს ვაინშტაინის საერთაშორისო ფონდის (Weinstein International Foundation) და ჯეი ენდ თი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორის--გიორგი ცერცვაძის ერთობლივი ინიციატივით მედიაციის განვითარებისადმი მიძღვნილი სამდღიანი კონფერენცია გაიმართა. 

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ესტუმრნენ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკოსები და ვაინშტაინის საერთაშორისო ფონდის ბორდის წევრები: დანიელ ვაინშტაინი; დევიდ კარდენი; ბრუს ედვარდსი; ჯეი ველში; ლეონარდო დურსო 

იხილეთ ვრცლად

2018 წლის 8-9 ნოემბერს იურიდიული ფირმა “ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე სიტყვით გამოვიდა ბრაზილიის მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრის  (Centro Brasileiro de Mediação e Arbitragem) (CBMA)მიერ ორგანიზებულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც რიო დე ჟანეირომ უმასპინძლა. 

 

გიორგი ცერცვაძესთან ერთად მოხსენებით წარდგნენ და პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ  საერთაშორისო ექსპერტები, მოსამართლეები და დავის გადაწყვეტიის ალტერნატიული საშუალებების პრაქტიკოსები იტალიიდან ბრაზილიიდან და  აშშ-დან. დისკუსია შეეხებოდა მედიაციის განვითარების ხელშემშლელ ფაქტორებს მითითებულ ქვეყნებში.  თითქმის ყველა მომხსენებლის მიერ ხაზი გაესვა იმ პრობლემების ერთგვაროვან ხასიათს, რომელსაც მედიატორები და არბიტრები განსხვავებული სამართლებრივი ტრადიციების  მქონე ქვეყნებში თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში აწყდებიან. 

 

კონფერენციაზე სპეციალურად აღინიშნა ონლაინ სივრცეში წარმოშობილი დავების მედიაციის და არბიტრაჟის გამოყენებით გადაჭრის მნიშვნელობისა და ამ მიმართულებით არსებული პერსპექტივების შესახებ, რაც შეიძლება განსაკუთრებით საინტერესო იყოს ჩვენი ქვეყნისათვის.  

 

იხილეთ ვრცლად

19-20 სექტემბერს ევროკომისიის ორგანიზებით სასტუმრო ბილტომორში ორდღიანი სემინარი გაიმართა. სემინარზე ევროკავშირის, საქართველოს პარლამენტის, პროფესიული კავშირების, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA), დასაქმებულთა ასოციაციის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმოამდგენლებმა საქართველოში არსებული შრომის სტანდარტები და სამუშაო პირობები განიხილეს. სემინარში მონაწილეობდა ჩვენი კომპანიის მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე, მან თავის მოხსენებაში არსებულ პრობლემებზე, ბიზნესექტორის ხედვასა და პრობლემების მოგვარებაში ბიზნესის როლზე ისაუბრა. 

იხილეთ ვრცლად