© Grigory-Bruev

ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ

თქვენს ბიზნესზე

ინოვაციური მიდგომები თქვენი

ბიზნესის გამოწვევების საპასუხოდ

სერვისები

დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები და სასამართლო წარმოება

ჩვენი გუნდი გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას მოლაპარაკებებში, დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებსა და სასამართლოში. მოლაპარაკებებთან ერთად მომსახურება მოიცავს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმებს -უპირატესად მედიაციას და არბიტრაჟს, თუმცა უპრობლემოდ დაგეხმარებით ნებისმიერი სხვა ფორმატის (მაგალითად Dispute Boards) არსებობისას, რაც თანამედროვე მსოფლიოში გავრცელებულია.  ცხადია, მაინც რჩება ისეთი სცენარის განვითარების შესაძლებლობა, როცა სასამართლოს გარდა გამოსავალი არ ჩანს. შეგიძლიათ ამ შემთხვევაშიც ჩვენი კომპანიის იმედი გქონდეთ. მომსახურებას გთავაზობთ ჩვენთვის ტრადიციულად ხუთ ენაზე: ქართულად, რუსულად, ინგლისურად, გერმანულად და თურქულად. 

Due Diligence

კომპანია “ჯეი ენდ თი” ქონსალთინგის გუნდი გთავაზობთ სამართლებრივი შესაბამისობის, Due Diligence და კრიზისების მენეჯმენტის სერვისს,  რაც გულისხმობს ჩვენი კლიენტების, არსებული ან სამომავლო ბიზნეს პარტნიორების, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების შესაბამისობის კვლევას ეროვნულ და საერთაშორისო  მოთხოვნებთან მიმართებით. ასევე, ბიზნესის პრობლემების მოგვარებას და კრიზისული მდგომარეობის მართვას  იურისტების ჩართულობით. მომსახურებას გთავაზობთ ჩვენთვის ტრადიციულად ხუთ ენაზე: ქართულად, რუსულად, ინგლისურად, გერმანულად და თურქულად. 

კორპორაციები და ინვესტიციები

კომპანია “ჯეი ენდ თი” ქონსალთინგის გუნდი გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას კორპორაციებსა და ინვესტიციებთან მიმართებით, კერძოდ, საბანკო, სადაზღვევო, საინვესტიციო, ფასიანი ქაღალდებისა და საკორპოაციო სამართალში.   მომსახურება მოიცავს ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის გაწევას, დადგენილ სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, მონაწილეობას წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ხელშეკრულებების და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადებას და სარეგისტრაციოდ წარდგენას.  ასევე, სამართლებრივი პროცესების მართვას და კლიენტის ინტერესების დაცვას სხვადასხვა სამთავრობო,  კერძო თუ თვითრეგულირებად ორგანოებში. მომსახურებას გთავაზობთ ჩვენთვის ტრადიციულად ხუთ ენაზე: ქართულად, რუსულად, ინგლისურად, გერმანულად და თურქულად. 

ტელეკომუნიკაცია და ენერგეტიკა

კომპანია “ჯეი ენდ თი” ქონსალთინგის გუნდი გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას ტელეკომუნიკაციისა და ენერგეტიკის სფეროში.  რაც გულისხმობს სამართლებრივ მხარდაჭერას მარეგულირებელ სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობაში, სპეციფიკური ხელშეკრულებების მომზადებას, ასევე, ჩართულობას საქმიანობისათვის სავალდებულო ლიცენზიის თუ ნებართვის აღებასთან დაკავშირებულ ყველა პროცედურაში და სხვა. მომსახურებას გთავაზობთ ჩვენთვის ტრადიციულად ხუთ ენაზე: ქართულად, რუსულად, ინგლისურად, გერმანულად და თურქულად. 

გადაზიდვების სამართალი

ჩვენი გუნდი გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას ტვირთის ყველა ტიპის გადაზიდვასთან და ლოჯისტიკურ პროცესებთან დაკავშირებით – როგორც ტვირთის მფლობელებისთვის, ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიებისთვის, ასევე გადამზიდავებისა და ლოჯისტიკური ოპერატორებისთვის. ჩვენ შეგვიძლია სრული სამართლებრივი მხარდაჭერა სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო, მათ შორის შერეული გადაზიდვების მიმართულებით, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტრანსპორტირებისას.   ᲒᲐᲓᲐᲖᲘᲓᲕᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲚᲝᲯᲘᲡᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲓᲒᲔᲜᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲓᲐᲮᲔᲓᲕᲐ   ჩვენი მომსახურება მოიცავს გადაზიდვისა და ლოჯისტიკური მომსახურების ხელშეკრულებების შედგენასა და გადახედვას, ტრანსპორტირებისა და შენახვის ეტაპებზე დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებასა და ანალიზს, CMR კონვენციის, საზღვაო გადაზიდვებში გამოყენებული საბორტო დოკუმენტების (Bill of Lading / BL-ის მომზადება ჰააგა-ვიზბის კონვენციის მიხედვით) და სხვა საერთაშორისო საკონვენციო რეჟიმების პრაქტიკულ გამოყენებასთან დაკავშირებულ რჩევებს.   ᲘᲜᲙᲝᲢᲔᲠᲛᲡᲘᲡ (INCOTERMS) ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲡᲬᲝᲠᲘ ᲨᲔᲠᲩᲔᲕᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲐ   განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინკოტერმსის (Incoterms) პირობების სწორ შერჩევასა და გამოყენებას. ჩვენ გაგიწევთ იურიდიულ კონსულტაციას ინკოტერმსის ვაჭრობის სტანდარტულ პირობებთან დაკავშირებით, დაგეხმარებით განსაზღვროთ რისკისა და ხარჯების გადანაწილება, პასუხისმგებლობის გადატანის მომენტი და მხარეთა ვალდებულებები ტრანსპორტირებასთან, ექსპორტ-იმპორტის ფორმალობებთან და დაზღვევასთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მოგიმზადებთ ხელშეკრულების პირობებს ისე, რომ ისინი სრულ შესაბამისობაში იყოს მხარეების მიერ შერჩეულ ინკოტერმსის პირობებთან  და თავიდან იქნას აცილებული ინტერპრეტაციისა და დავების რისკი.  

შესყიდვების სამართალი

ჩვენი გუნდი გთავაზობთ სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას სახელმწიფო და კერძო შესყიდვებთან დაკავშირებით. იურიდიული მომსახურების გაწევა შეგვიძლია, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის და კერძო კომპანიებისთვის, ასევე მიმწოდებლებისთვის და კონტრაქტორებისთვის.   ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ ᲛᲝᲘᲪᲐᲕᲡ    * შესყიდვის დაგეგმარებას შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას * ტენდერისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და ხელშეკრულების შესრულების ეტაპებზე წარმოშობილი  საკითხების ანალიზს.   ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝ ᲨᲔᲡᲧᲘᲓᲕᲔᲑᲘ   სახელმწიფო შესყიდვებში დაგეხმარებით ტენდერის პირობების, საკვალიფიკაციო და შემფასებელი კრიტერიუმების სწორად ჩამოყალიბებასა და ანალიზში, სატენდერო წინადადებების სამართლებრივ გადახედვასა და რისკების იდენტიფიცირებაში. საჭიროების შემთხვევაში, დაგეხმარებით შესყიდვის დოკუმენტაციის მომზადებაში. კომპანიებისთვის მოვამზადებთ შესყიდვების პოლიტიკას და შიდა პროცედურებს, ვამუშავებთ ხელშეკრულებებსა და ტენდერის/კონკურსის ტიპურ დოკუმენტებს, ვატარებთ რისკების ანალიზს ინტერესთა კონფლიქტისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის პრევენციის მიზნით. ასევე, ვეხმარებით კომპანიებს შესყიდვების პროცესის ისე გამართვაში, რომ პროცედურები იყოს ეფექტიანი, გამჭვირვალე და მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში, ხოლო მომავალში დავების წარმოშობის რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

დავების საბჭო

„ჯეი ენდ თი“ ქონსალთინგი სთავაზობს კლიენტებს დავების საბჭოს (Dispute Board, „DB“) მექანიზმის სრულ იურიდიულ მხარდაჭერას - როგორც მისი დანერგვისა და ადმინისტრირების, ასევე დავებიის საბჭოში წარმომადგენლობის მიმართულებით.  დავების საბჭო წარმოადგენს დავების გადაყწყვეტის/პრევენციის ალტერნატიულ მექანიზმს, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება გრძელვადიან, განსაკუთრებით კი სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ ხელშეკრულებებში (მათ შორის FIDIC ტიპის კონტრაქტებში) და მიზნად ისახავს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი უთანხმოებების თავიდან აცილებასა და ეფექტიან მართვას.   DISPUTE BOARD-ᲘᲡ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲛᲐᲠᲗᲕᲐ   ჩვენი გუნდი ახორციელებს Dispute Board-ის ორგანიზებასა და მართვას. შეგვიძლია მოვამზადოთ დავის საბჭოს წესები კონკრეტული პროექტისა და მხარეთა საჭიროებებისთვის, დავამატოთ DB-ის მექანიზმი ხელშეკრულების სტრუქტურაში. ჩვენ ვეხმარებით მხარეებს საბჭოს წევრთა შერჩევასა და დანიშვნაში. დავის წარმოშობის შემთხვევაში ვაწვდით სამართლებრივ კონსულტაციას და ვახორციელებთ კლიენტის წარმომადგენლობას დავის საბჭოში: ვაანალიზებთ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, ვამზადებთ განცხადებებს, პოზიციებსა და შესაბამის მტკიცებულებებს, ვმონაწილეობთ მოსმენებსა და შეხვედრებში. საჭიროების შემთხვევაში, ვუწევთ მხარდაჭერას DB-ის გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით.   ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲔᲑᲡ DISPUTE BOARD-ᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ   დავის საბჭოს ინსტიტუტის პოპულარიზაციისა და პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, „ჯეი ენდ თი“ ქონსალთინგი პერიოდულად ატარებს თემატიურ ტრენინგებს Dispute Board-ის შესახებ, სადაც დეტალურად განიხილება DB-ის მუშაობის ძირითადი პრინციპები, ხელშეკრულებებში მისი სწორი გათვალისწინების გზები და აქტუალური საერთაშორისო პრაქტიკა. დამატებითი ინფორმაცია Dispute Board-ის თემატიკაზე გამართულ ტრენინგებზე ხელმისაწვდომია ჩვენი ვებ-გვერდის ტრენინგების განყოფილებაში.

შრომის სამართალი

„ჯეი ენდ თი“ ქონსალთინგი გთავაზობთ შრომის სამართლის მიმართულებით სრულ იურიდიულ მხარდაჭერას - როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე დასაქმებული პირებისთვის. ჩვენი მიდგომა ეფუძნება ინტერესთა სწორ ბალანსს: ვცდილობთ, რომ შრომითი ურთიერთობის ორივე მხარის უფლებები დაცული იყოს, ხოლო შრომითი ურთიერთობები - გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და მოქმედ შრომით კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში.   კომპანიებისათვის ვამზადებთ შრომის ხელშეკრულებებს,შინაგანაწესებს და სხვადასხვა შრომის სამართლებრივ დოკუმენტაციას, ვამუშავებთ შრომის სამართლის პრაქტიკულ სახელმძღვანელოებსა და სტანდარტულ  დოკუმენტებს სხვადასხვა დონის პერსონალისთვის. ვუწევთ კონსულტაციას სამუშაო დროის, შვებულებების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, ხელფასისა და ბონუსების, კონფიდენციალურობისა და კონკურენციის შეზღუდვის, დისტანციური მუშაობისა და მოქნილი სამუშაო რეჟიმების რეგულირების საკითხებზე. დავების შემთხვევაში ვახორციელებთ როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის ინტერესების წარმომადგენლობას შრომით ინსპექციაში, მედიაციაში, სასამართლოში და არბიტრაჟში. ვამზადებთ პრეტენზიებს, სარჩელებსა და შესაგებლებს ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავების ფარგლებში. ჩვენი გუნდი აქტიურადაა ჩართული მსხვილი კორპორაციების შრომითი დავების მართვასა და სტრატეგიის განსაზღვრაში.   „ᲯᲔᲘ ᲔᲜᲓ ᲗᲘ“ ᲥᲝᲜᲡᲐᲚᲗᲘᲜᲒᲘᲡ ᲘᲣᲠᲘᲡᲢᲔᲑᲘ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲡᲤᲔᲠᲝᲨᲘ „ჯეი ენდ თი“ ქონსალთინგის იურისტები შრომის სამართლის სფეროში არა მხოლოდ პრაქტიკოსები, არამედ აქტიური ავტორები და ექსპერტებიც არიან: ჩვენი პარტნიორი - სიმონ ტაკაშვილი და იურისტები თანაავტორები არიან შრომის სამართლის პრაქტიკული სახელმძღვანელოსა და საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარის, აგრეთვე შრომის სამართალსა და შრომით დავებზე გამოქვეყნებული მრავალი ბლოგებისა და სტატიების. შრომის სამართლის მიმართულებით ჩვენი გუნდი სისტემატურად ატარებს ტრენინგებსა და სასწავლო კურსებს იურისტებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის. ტრენინგები ორიენტირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე და ასახავს როგორც სასამართლო პრაქტიკის, ისე კანონმდებლობის ბოლო ცვლილებებს.

უცხოური სასამართლო/საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულება

„ჯეი ენდ თი“ ქონსალთინგი გთავაზობთ სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას, როგორც დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიებების მიღების, ისე უცხოური სასამართლო/საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების პროცესში, როგორ ქართულ, ასევე უცხოურ სასამართლოებში. ჩვენი გუნდი აქტიურად არის ჩართული არბიტრაჟის პრაქტიკულ და აკადემიურ განვითარებაში და ამ მიმართულებით ამზადებს სპეციალიზებულ პუბლიკაციებსა და გზამკვლევებს. უზრუნველყოფის ზომების მიმართულებით ვახორციელებთ სტრატეგიას ქონებისა და მოთხოვნის დაცვისთვის, მათ შორის: ქონებაზე ყადაღის დადება, აქტივების გაყინვა, შესრულებისგან თავის არიდების პრევენცია, მტკიცებულებებისა და ინფორმაციის დაცვა და სხვა დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება. გაგიწევთ კონსულტაციას, როდის სჯობს უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართვა ადგილობრივ/უცხოურ სასამართლოში და როდის უშუალოდ საარბიტრაჟო ტრიბუნალთან, მოვამზადებთ შესაბამის განცხადებებს, და საჩივრებს. საქართველო არის 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის (უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ 1958 წლის ნიუ იორკის კონვენცია) მონაწილე სახელმწიფო, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედი სამართლებრივი რეჟიმი უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა- აღსრულებისას ამ კონვენციაზე და შიდა კანონმდებლობაზე ერთობლივად არის დამყარებული. ჩვენი გუნდი ამ მიმართულებით საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტია და არის The Legal 500-ის „International Arbitration Country Comparative Guide“- ის ავტორი იმ ნაწილში რომელიც საქართველოს ეხება, სადაც დეტალურად არის აღწერილი საქართველოში საარბიტრაჟო შეთანხმებებისა და საერთაშორისო/ადგილობრივი გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების სამართლებრივი ჩარჩო.   ᲒᲐᲜᲐᲪᲮᲐᲓᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲛᲖᲐᲓᲔᲑᲐ ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲓᲐ ᲨᲘᲓᲐ ᲡᲐᲐᲠᲑᲘᲢᲠᲐᲟᲝ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲪᲜᲝᲑᲐ-ᲐᲦᲡᲠᲣᲚᲔᲑᲐᲖᲔ   ჩვენ შეგვიძლია სრული წარმომადგენლობის განხოცეილება და ამ მიზნით, განაცხადებების მომზადება უცხოური და შიდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების შესახებ, გავაანალიზოთ ნიუ-იორკის კონვენციითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უარის საფუძვლები, განვახორციელოთ კლიენტის წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციას გავუწევთ კლიენტებს უცხოელ პარტნიორ იურისტებთან სხვა იურისდიქციებში სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში. ჩვენი პრაქტიკა მოიცავს, მათ შორის, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებას უცხოეთში, რაც გვაძლევს საშუალებას კომპლექსურად განვიხილოთ ტრანსსასაზღვრო აღსრულების საკითხები. უზრუნველყოფის ზომებისა და სასამართლო/საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების მიმართულება ჩვენს ფირმაში მჭიდროდ არის დაკავშირებული კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობასთან. ჩვენი პარტნიორის სამართლის დოქტორ ოთარ მაჩაიძის მონოგრაფია და სტატია საარბიტრაჟო უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და აღსრულების თავისებურებებზე, საერთაშორისო არბიტრაჟის ხელშეწყობის მიზნით გამოცემული წიგნები და კვლევები, ასევე Legal 500-ის გზამკვლევის საქართველოს სექცია ასახავს იმ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ კლიენტებთან.

ICSID და საინვესტიციო არბიტრაჟი

ICSID და საინვესტიციო არბიტრაჟი – სახელმწიფოებთან წარმოშობილი საინვესტიციო დავების შემთხვევაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის (ICSID) მექანიზმი. ჩვენ გთავაზობთ კონსულტაციებს ICSID კონვენციით გათვალისწინებულ პირობებზე, ორ და მრავალმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებებით (BIT / MIT) გათვალისწინებული არბიტრაჟული მექანიზმების ანალიზზე, ICSID არბიტრაჟის დაწყების სტრატეგიასა და პროცედურულ თავისებურებებზე (განცხადების მომზადება, იურისდიქციის ეტაპი, მტკიცებულებები, უზრუნველყოფის მოთხოვნა და სხვ.). საჭიროების შემთხვევაში, ვთანამშრომლობთ უცხოურ ფირმებთან და ვეხმარებით კლიენტებს ICSID-ის წინაშე წარმართულ პროცესში - დაწყებული სავარაუდო მოთხოვნის იურიდიული შეფასებიდან, დამთავრებული გადაწყვეტილების აღსრულების სტადიით. ჩვენი მიზანია, ინვესტორმა თავიდან აიცილოს დავა, მაგრამ თუ ეს უკვე გარდაუვალია, პროცესი წარიმართოს პროფესიონალურად დაგეგმილი, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სტრატეგიით.  

კონკურენციის სამართალი

იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ კლიენტებს სთავაზობს ყოვლისმომცველ იურიდიულ მომსახურებას კონკურენციის სამართლის სფეროში. კონკურენციის მომწესრიგებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობა ბიზნესის არსებით პრიორიტეტს წარმოადგენს. კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე კონსულტირება ჩვენი პრაქტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.   ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲔᲜᲪᲘᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲣᲠᲘ ᲐᲦᲡᲠᲣᲚᲔᲑᲐ   ჩვენი მომსახურება მოიცავს იურიდიულ მხარდაჭერას ერთობლივ საწარმოებთან (joint venture), მიწოდების ხელშეკრულებებთან, საჯარო შესყიდვებთან და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიებთან დაკავშირებით წარმოშობილ პრობლემურ საკითხებზე. აგრეთვე, კონკურენციის სამართლებრივი რისკების ანალიზს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას - მათ შორის მიწოდებისა და დისტრიბუციის შეთანხმებებში, კომპლექსურ ერთობლივ საწარმოებსა და სხვა ჰორიზონტალურ თანამშრომლობის მექანიზმებში, ლიცენზირების პროცესებში, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმეებში. ჩვენი გუნდი კლიენტებს სთავაზობს იურიდიულ მხარდაჭერას კონკურენციის სამართლის ეფექტიან აღსრულებაში, სტრატეგიულ, პრაქტიკულად გამოსაყენებელ რეკომენდაციებს, რათა დაცული იყოს მათი კომერციული ინტერესები. მსხვილი ან მნიშვნელოვანი ბაზრის ძალაუფლების მქონე კომპანიებისთვის ეს ხშირად გულისხმობს წინასწარ შემუშავებულ სტრატეგიულ რჩევებს, რათა მათი კომერციული აქტივობა სრულ შესაბამისობაში იყოს კონკურენციის სამართლებრივ მოთხოვნებთან. ხოლო მცირე კომპანიებისთვის ჩვენი მომსახურება მოიცავს არსებული ბარიერების მოხსნას, კონკურენციის სააგენტოში საქმის წარმოებას და ა.შ. მცირე კომპანიებისთვის აღნიშნული რეგულაციები წარმოადგენს საშუალებას, უკეთ გაიგონ მათთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის მექანიზმები. ჩვენ ვეხმარებით როგორც დიდ, ისე მცირე კომპანიებს, სწორად განსაზღვრონ მოქმედების საზღვრები და დაინახონ, რა ვალდებულებებსა და უფლებებს აწესებს კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობა. ჩვენი გუნდის ხელმძღვანელი, მმართველი პარტნიორი - გიორგი ცერცვაძე - გახლავთ საქართველოში კონკურენციის სამართლის შესახებ პირველი სახელმძღვანელოს ავტორი. წიგნი გამოიცა ორ ტომად და საქართველოს არაერთი უნივერსიტეტის სილაბუსში შეტანილია როგორც ძირითადი სახელმძღვანელო კონკურენციის სამართლის მიმართულებით. კონკურენციის სამართლის სფეროში აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება საშუალებას გვაძლევს კლიენტებს მივაწოდოთ ეფექტური და მაღალი ხარისხის მომსახურება რაც მოიცავს კონკურენციის სააგენტოს წინაშე წარმომადგენლობას, დოკუმენტების კონკურენციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, ხელშეკრულებისა თუ კომერციული შეთანხმების (თანამშრომლობის, მიწოდების, დისტრიბუციის) შედგენას კონკურენციის რეგულაციების გათვალისწინებით, კონსულტაციას ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შესახებ, დავების პრევენციას, არსებული დავების მართვას, კონკურენციის სააგენტოს მიერ საქმის მოკვლევის პროცესში კლიენტის ინტერესების დაცვას და ა.შ.  

პერსონალურ მონაცემთა დაცვა

„ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“ კლიენტებს სთავაზობს იურიდიული დახმარების გაწევას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში. აუცილებელია, მეწარმე სუბიექტის სამართლებრივი დოკუმენტაცია შესაბამისობაში იყოს მოქმედ კანონმდებლობასთან. ჩვენი იურისტები მჭიდროდ თანამშრომლობენ კლიენტებთან და სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებისას უზრუნველყოფენ კლიენტი კომპანიების საჭიროებების გათვალისწინებას, მათი ინტერესებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვას.   2024 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა „პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ“ახალი კანონის ძირითადი ნაწილი. ახალმა კანონმა საჯარო დაწესებულებებსა და რიგ კერძო ორგანიზაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება დაუწესა. აღნიშნული სიახლე ძალაშია 2024 წლის 1 ივნისიდან. აღნიშნული კანონი ასახავს GDPR-ის მონაცემთა დაცვის პრინციპებს, როგორიცაა მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, მონაცემთა მინიმიზაცია, მონაცემთა ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და ინდივიდუალური უფლებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა. ახალი კანონით განისაზღვრა ის დაწესებულებები, რომლებშიც სავალდებულო იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება  ორგანიზაციაში პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე) არსებობა, მათ შორისაა ორგანიზაცია, რომელიც ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს ან ახორციელებს მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს.   ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ ᲞᲔᲠᲡᲝᲜᲐᲚᲣᲠ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲡᲤᲔᲠᲝᲨᲘ    ჩვენი გუნდი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში იურიდიულ დახმარებას უწევს საქართველოში მოქმედ მსხვილ კომპანიებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ჩვენი მომსახურება მოიცავს:   * კლიენტი კომპანიის ყველა დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან * შესაბამისობის უზრუნველყოფა;  * კლიენტი კომპანიის დახმარება პერსონალურ * მონაცემთა დაცვის ყველა ელემენტის მართვაში; * შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით, * მათ შორის, შეთავაზება, რა უნდა გაკეთდეს პრობლემის აღმოსაფხვრელად; * დახმარება ჩვენი რეკომენდაციების იმპლემენტაციაში; * დახმარება და კონსულტაციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის * კანდიდატურის შერჩევაში; * პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სათანადო მომზადება.   ᲡᲐᲭᲘᲠᲝ ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲛᲖᲐᲓᲔᲑᲐ   ახალი კანონი ორგანიზაციებს ავალდებულებს, განახორციელონ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც გულისხმობს შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებაში, მათ შორისაა: * თანამშრომლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა; * პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი; * მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა; * აუდიომონიტორინგის განხორციელების წესი; * შენობა-ნაგებობებსა და გარე პერიმეტრზე ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესი; * კონტრაქტორებთან დასადებ ხელშეკრულებებში გასათვალისწინებელი * პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა; * ინციდენტთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე წესი; * მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების ვალდებულების წარმომშობი გარემოებების დადგენის კრიტერიუმები და შეფასების წესი.  

ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

ჩვენი გუნდი კლიენტებს სთავაზობს ყოვლისმომცველ იურიდიულ მომსახურებას ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად და სამართავად. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს არამხოლოდ კომერციული ინტერესის, არამედ არამატერიალური ღირებულების სამართლებრივ დაცვაში. ყველა ბიზნესს აქვს ინტელექტუალური საკუთრება - იქნება ეს სავაჭრო ნიშანი, პროგრამული უზრუნველყოფა (Software), გამოგონებები, დიზაინი თუ სხვა. ამ აქტივებს მნიშვნელოვანი ღირებულება აქვთ და საჭიროებენ დაცვას და ზოგჯერ აღსრულებას, რათა ბიზნესმა თავისი ღირებულება შეინარჩუნოს. ჩვენს იურისტებს დიდი გამოცდილება აქვთ ბრენდების, დიზაინის, საავტორო უფლებების, მონაცემთა ბაზების და მათთან დაკავშირებული უფლებების დაცვაში. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენი ბრენდის, დიზაინის, საავტორო უფლებების, მონაცემების, პატენტების/გამოგონებების, სავაჭრო საიდუმლოებების, ინფორმაციისა და ტექნოლოგიების დაცვაში, შენარჩუნებასა და საჭიროების შემთხვევაში აღსრულებაში.   ᲡᲠᲣᲚ ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ ᲘᲜᲢᲔᲚᲔᲥᲢᲣᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲨᲘ   ჩვენ გთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის კლიენტების წარმომადგენლობას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში [„საქპატენტში“] სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებით; სასაქონლო ნიშნის, პატენტის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და წარდგენას, საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მხარდაჭერას და ა.შ. ჩვენი გუნდი სთავაზობს კლიენტებს კონსულტაციებს ინტელექტუალური საკუთრების კომპლექსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებულია ინტელექტუალური საკუთრების აქტივების შექმნასა და კომერციალიზაციასთან. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს ტრანზაქციების სტრუქტურირებაში რისკის მართვისა და ღირებულების ეფექტურად მოპოვების მიზნით, იქნება ეს საერთაშორისო ლიცენზირების შეთანხმებები, ფრენჩაიზის ხელშეკრულებები, თანამშრომლობა, რეორგანიზაცია თუ კომპლექსური კვლევისა და განვითარების პროექტი.

სამშენებლო სამართალი

იურიდიული ფირმა ჯეი ენდ თი ქონსალთინგი კლიენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის იურიდიულ მომსახურებას. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სამშენებლო პროცესის იურიდიულ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს: სამშენებლო კონტრაქტების შედგენას/რევიზიას, მშენებლობის ნებართვების მიღებაში დახმარებას, მარეგულირებელი ორგანოების წინაშე წარმომადგენლობას, სამშენებლო პროექტების ფარგლებში სხვადასხვა სირთულისა და მასშტაბის ტრანზაქციების მართვას, FIDIC ხელშეკრულებების შედგენას/მართვას, სამშენებლო დავებში კლიენტთა ინტერესების დაცვას და ა.შ.   ჩვენი გუნდი სამშენებლო სფეროში ყოვლისმომცველ იურიდიულ ექსპერტიზას სთავაზობს როგორც მეწარმე სუბიექტებს, ასევე პირებს, რომლებიც აღნიშნულ სფეროში ახორციელებენ ინვესტირებას. ჩვენი იურისტები კონსულტაციებს უწევენ დეველოპერებს, კონტრაქტორებს, ინვესტორებსა და საინჟინრო ფირმებს სამშენებლო კონტრაქტების, პროექტის სტრუქტურირების, რისკების განაწილების, მარეგულირებელი ნორმების დაცვისა და დავების გადაწყვეტის საკითხებში. ჩვენი იურიდიული მხარდაჭერა მოიცავს კლიენტების პროექტის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, რათა უზრუნველვყოთ წარმატებული შესრულება და სამართლებრივი და კომერციული რისკების ეფექტური შემცირება.  

გადახდისუუნარობის სამართალი

ჯეი ენდ თი ქონსალთინგი კლიენტებს სთავაზობს სამართლებრივ მხარდაჭერას საწარმოთა გადახდიისუნარობის, გაკოტრების, ლიკვიდაციის ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების პროცესში და სამეწარმეო, გადახდისუუნარობის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს. ჩვენი გუნდი გადახდისუუნარობისა და რეაბილიტაციის საკითხებში მჭიდროდ თანამშრომლობენ კლიენტებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა უზრუნველყონ საუკეთესო კომერციული შედეგი, პირველ რიგში იმის დადგენაზე, შესაძლებელია თუ არა ბიზნესის რეაბილიტაცია და გადარჩენა. ჩვენი გუნდი იურიდიულ მხარდაჭერას სთავაზობს მოვალეებს, კრედიტორებს, აქციონერებსა და მენეჯერებს გადახდისუუნარობასა და რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ყველა სამართლებრივ საკითხზე. ჩვენი მომსახურება მოიცავს კომპანიების რეაბილიტაციის სამართლებრივ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს ბიზნესისა და აქტივების შეძენასა და გასხვისებას, გასვლის სტრატეგიების განხორციელებას, სამართლებრივი სტრუქტურების ოპტიმიზაციას, აქციების, პრობლემური კომპანიების ბიზნეს აქტივების ან აქტივების შესყიდვის შეთავაზებას, გადახდისუუნარობის სპეციალისტისა და კრედიტორების კონსულტირებას გადახდისუუნარობის პროცედურების სტრუქტურირებისა და განხორციელების თაობაზე, მათ შორის ადმინისტრირების, ლიკვიდაციის, კომპანიის ნებაყოფლობითი შეთანხმებების და ტრანსსასაზღვრო პროცედურების კოორდინაციის შესახებ.

J&T CONSULTING

შანსის გამოყენების ხელოვნება

შანსი - რომელსაც თქვენ გვაძლევთ

ხელოვნება - რომელიც ჩვენი საქმეა