კომპანია “ჯეი ენდ თი” ქონსალთინგის გუნდი გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას კორპორაციებსა და ინვესტიციებთან მიმართებით, კერძოდ, საბანკო, სადაზღვევო, საინვესტიციო, ფასიანი ქაღალდებისა და საკორპოაციო სამართალში.
მომსახურება მოიცავს ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის გაწევას, დადგენილ სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, მონაწილეობას წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ხელშეკრულებების და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადებას და სარეგისტრაციოდ წარდგენას. ასევე, სამართლებრივი პროცესების მართვას და კლიენტის ინტერესების დაცვას სხვადასხვა სამთავრობო, კერძო თუ თვითრეგულირებად ორგანოებში.
მომსახურებას გთავაზობთ ჩვენთვის ტრადიციულად ხუთ ენაზე: ქართულად, რუსულად, ინგლისურად, გერმანულად და თურქულად.