იურიდიული ფირმა "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" გუნდი გთავაზობთ კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას სადაზღვევო სფეროში. მომსახურება ძირითადად მოიცავს სადაზღვევო საქმიანობით დაინტერესებული პირის მხარდაჭერას/წარმომადგენლობას შესაბამის უწყებებთან ურთიერთობაში დაზღვევის საქმიანობის განსახორციელებლად ლიცენზიის მიღების მიზნით, კლიენტების სამართლებრივ მხარდაჭერას ქონებისა და პასუხისმგებლობის დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სადაზღვევო სტრატეგიის სწორად შერჩევასა და სადაზღვევო პროდუქტების შეძენასთან დაკავშირებული რისკების სამართლებრივ ანალიზს. ჩვენი იურისტები ასევე, დაგეხმარებიან ზემოაღნიშნულ საკითხებზე სადაზღვევო კომპანიასთან წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოების სწრაფად და ეფექტურად მოგვარებაში.