წარმომადგენლობა მედიაციაში
ᲛᲔᲓᲘᲐᲪᲘᲐ სასამართლოსა და არბიტრის ჩარევის გარეშე დავის მოგვარების ეფექტური საშუალებაა. ეს არის პროცესი, სადაც ნეიტრალური და კვალიფიციური მესამე პირი - მედიატორი ეხმარება მხარეებს შეთანხმებით გადაწყვიტონ სადავო საკითხები. იმ შემთხვევაშიც კი როდესაც თქვენ ჩართული ხართ სასამართლო პროცესში, მედიაცია გთავაზობთ უდიდეს უპირატესობას. ის გაძლევთ სასამართლოსათვის გვერდის ავლით დავის მოგვარების შესაძლებლობას. მედიაცია * ითვალისწინებს ადამიანური ღირებულებების მნიშვნელობას; * საშუალებას აძლევს მხარეებს განსაზღვრონ შედეგი. იურიდიული ფირმა "ᲯᲔᲘ ᲔᲜᲓ ᲗᲘ" ᲥᲝᲜᲡᲐᲚᲗᲘᲜᲒᲘ გთავაზობთ წარმომადგენლობას ᲛᲔᲓᲘᲐᲪᲘᲐᲨᲘ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. წარმომადგენლობა მოიცავს დავების ფართო სპექტრს, მათ შორის სამრეწველო, საბანკო, სამშენებლო, ენერგეტიკული, სადაზღვევო, საერთაშორისო ვაჭრობის და ინვესტიციების, ინტელექტუალური საკუთრების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და კომუნიკაციების სამართლის სფეროებში. ჩვენი იურისტები აქტიურად საუბრობენ, წერენ და აქვეყნებენ ნაშრომებს მედიაციის სამართლის თითქმის ყველა თემაზე, მათი ავტორობით გამოცემულია რამოდენიმე წიგნი და სტატია ამ დარგში. უშუალოდ მედიაციის ორგანიზებისა და მედიატორის მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ "ი ბი ეი მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრისგან", (eba-mac.com) რომელიც ჩვენი იურიდიული ფირმის შვილობილი კომპანიაა, დაფუძნდა 2018 წელს და გთავაზობთ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის (მათ შორის მედიაციის) სრულ სერვისს. ცენტრი ასევე გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას კომბინირებულად, ან დამოუკიდებლად გამოიყენოთ დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები.