არბიტრაჟი არის პროცედურა, სადაც დავა მხარეთა შეთანხმებით გადაეცემა ერთ ან მეტ არბიტრს, რომელთაც გამოაქვთ სავალდებულო გადაწყვეტილება. არბიტრაჟის არჩევით მხარეები სასამართლოს ნაცვლად მიმართავენ დავის გადაწყვეტის კერძო პროცედურას. არბიტრაჟი იძლევა პროცესის კონტროლის საშუალებას, რაც ხანგრძლივი და ძვირადღირებული სასამართლო განხილვს დროს შეუძლებელია.
არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა მიმართოთ არბიტრაჟს:
იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“ გთავაზობთ წარმომადგენლობას ადგილობრივ და საერთაშორისო არბიტრაჟში. ჩვენი წარმომადგენლობა მოიცავს დავების ფართო სპექტრს მათ შორის: სამრეწველო, საბანკო, სამშენებლო, ენერგეტიკულ, სადაზღვევო და გადაზღვევის, საერთაშორისო ფინანსების, საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების, ინტელექტუალური საკუთრების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და კომუნიკაციებს, ტელეკომუნიკაციებს. ჩვენი იურისტები აქტიურად საუბრობენ, წერენ და აქვეყნებენ ნაშრომებს საერთაშორისო საარბიტრაჟო სამართლის თითქმის ყველა თემაზე, ხშირად გამოდიან საერთაშორისო საარბიტრაჟო სამართალის კონფერენციებზე, მათი ავტორობით გამოცემულია რამოდენიმე წიგნი და სტატია ამ დარგში.
უშუალოდ საარბიტრაჟო განხილვის ორგანიზებისა და არბიტრის მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ "ი ბი ეი მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრისგან", (eba-mac.com) რომელიც ჩვენი იურიდიული ფირმის შვილობილი კომპანიაა, დაფუძნდა 2018 წელს და გთავაზობთ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის (მათ შორის არბიტრაჟის) სრულ სერვისს. ცენტრი ასევე გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას კომბინირებულად, ან დამოუკიდებლად გამოიყენოთ დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები.