კარიერა: ოთარ მაჩაიძე ჯეი ენდ თი ქონსალთინგის გუნდს შემოუერთდა 2014 წლიდან და იკავებდა უფროსი იურისტის პოზიციას, 2021 წლიდან კი გახდა ჯეი ენდ თი ქონსალთინგის პარტნიორი.
2014 წელს ოთარმა წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა კერძო სამართლის მიმართულებით და გახდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, რის შემდეგაც ეწევა აქტიურ საადვოკატო საქმიანობას და როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ახორცილებს კლინეტების ინტერესების წარმოდგენას სასამართლოში, არბიტრაჟში და სამედიაცო განხილვებში.
იურიდიული ფირმების საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის Legal 500-ის მიერ ბოლო წლების განმავლობაში უწყვეტად დასახელებულია წარმატებულ იურისტად და მომავალი თაობის პარტნიორად.
2021 წლიდან არის საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკრედიტირებული წევრი, 2023 წლიდან კი ამავე ასოციაციის ბორდის წევრი. ასევე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ სერტიფიციფირებული მედიატორი და აკრედიტირებული ტრენერი.
ამასთან, ოთარი 2016 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, 2016-2019 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, 2019 წლიდან კი საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, 2020 წლის სექტემბრიდან კი არჩეულ იქნა ამავე ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორად და კითხულობს ლექციებს კერძო სამართლის მიმართულებით.
ოთარი ასევე, გახლავთ თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის საქმის წარმოების ხელმძღვანელი.
განათლება: ოთარმა იურიდიული განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009-2013 წლებში. 2015 წელს წარჩინებით დაასრულა ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა კერძოსამართლის მიმართულებით. 2020 წელს კი წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, რომელიცეფუძნებოდა საქართველოში და გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში, Max-Planck-ის შედარებითი და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტში განხორცილებულ სამეცნიერო კვლევას და მიენიჭასამართლის დოქტორის ხარისხი.
წევრობა: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საქართველოს არბიტრთა ასოციაცია, საქართველოს მედიატორთა ასოციაცია.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
პუბლიკაციები:
- Machaidze, O. Ensure the Enforcement of the Arbitral Award and the Determination of a Competent Court in Accordance with Georgian Case Law. Publishing of Supreme Court of Georgia, Law Journal, Law and Justice, 2022, #1;
- Machaidze, O. Legal and Economic Impact of Georgian Competition Law, Co-Author. Meridiani Publishing, 2022;
- Machaidze, O. International Arbitration, Georgia. Co-Author. The Legal 500, The Country Comparative Guide, 2021, 2022, 2023;
- Machaidze, O. Monography, The Conditions of application, Recognition and Enforcement of Interim Measures in Arbitral Proceedings. Publishing House: World of Lawyers, 2020;
- Machaidze, O. Competence of Arbitration and National Courts to Apply Arbitral Interim Measures. TSU-NCADR Publishing, Dispute Resolution Yearbook, 2018-2019;
- Machaidze, O. Provisional Measures in Competition Law. Publishing of Supreme Court of Georgia, Law Journal, Law and Justice, 2019, #4.;
- Machaidze, O. Standard of Safeguarding of Employees' Rights in the Event of Transfers of Undertakings According to the EU Law - Challenge of Georgia Labor Law. TSU Law Review, Tbilisi, 2018;
- Machaidze, O. Types of Provisional Measures in Arbitration Under the Georgian Legislation. TSU-NCADR publishing Alternative Dispute Resolution Yearbook, Tbilisi, 2015;
- Machaidze, O. Collaboration of the Church and the State on the Example of the 1748 Local Council. Law Journal Sarchevi, Tbilisi, 2012.