ნანა თურმანიძე

რეგიონული პარტნიორი ბათუმში

კარიერა: ნანა თურმანიძე „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ გუნდს 2020 წლიდან შეუერთდა და ამჟამად იკავებს რეგიონული პარტნიორის პოზიციას ქალაქ ბათუმში.  იგი კომპანიის კლიენტებს ადგილზე უწევს მომსახურებას ბიზნესის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ სამართლებრივ საკითხებზე. ნანას აქვს ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების კონსულტირების ფართო გამოცდილება კორპორაციულ, კომერციულ და დავებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ნანა 2024 წელს the Legal 500-ის მიერ მეორედ დასახელდა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის გუნდის“ გამორჩეულ წევრად. საგულისხმოა, რომ მან რეგიონულ პარტნიორობამდე გზა კომპანიაში სტაჟიორის პოზიციიდან განვლო, რითაც დასტურდება მისი პროფესიული განვითარება და ფირმისადმი ერთგულება.

აშშ-ში კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ, ნანა დაბრუნდა “ჯეი ენდ თი ქონსალთინგში” და საქმიანობას განაგრძობს არბიტრაჟისა და ტრანსსასაზღვრო დავების მიმართულებით მიღებული პროფესიული გამოცდილებით.

განათლება: ნანამ  2020 წელს წარმატებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ხოლო 2023 წელს წარმატებით დაიცვა ნაშრომი ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე კერძო სამართლის მიმართულებით. ასევე, იგი გახლავთ Riga Graduate School of Law-ს ევროპული სამართლისა და ეკონომიკის ინტენსიური კურსის 2023 წლის კურსდამთავრებული.

2025 წელს ნანამ მიიღო სამართლის მაგისტრის (LL.M.) ხარისხი საერთაშორისო არბიტრაჟისა და ბიზნეს სამართლის სპეციალიზაციით American University Washington College of Law-ში (ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, აშშ), როგორც Global Talent Scholarship-ის სტიპენდიანტმა.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში მან მიიღო მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტიტუციური გამოცდილება. 2025 წლის მაისიდან აგვისტომდე ნანა სტაჟირებას გადიოდა საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID), ვაშინგტონში, სადაც მუშაობდა ინვესტორ–სახელმწიფოს შორის დავების გადაწყვეტის საკითხებზე. 2025 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე იგი შერჩეულ იქნა American University Washington College of Law-ის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის ცენტრის დეკანის ფელოუდ, სადაც მონაწილეობდა საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის აკადემიურ და პროფესიულ ინიციატივებში.

პროფესიული წევრობები:  ნანა არის Young ICCA-ის წევრი, ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის (American Bar Association, აშშ) სტუდენტი წევრი, ასევე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მედიატორი.

პუბლიკაციები და კვლევები:  ნანას  გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია სამართლის პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის, იგი გახლავთ

–ავტორი 2023 წელს საკორპორაციო სამართლის IV კრებულში გამოქვეყნებული ნაშრომის -    „ორგანიზაციული მართვა და კონკურენციის შესაბამისობა საკორპორაციო სამართალში“, 

–თანაავტორი 2022 წელს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თსუსსამართლის მიმოხილვის N4 ორენოვანი ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიისკონკურენციის აკრძალვამეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის ახალი რედაქციის შესაბამისად“,  

–ავტორი 2022 წელს  გამოქვეყნებული ორენოვანი წიგნის თავების- „საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის სამართლებრივი და ეკონომიკური გავლენის“  II - კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების და III - დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების.

ასევე, ნანა  გახლავთ 2023 წელს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და საქართველოში შრომის საერთაშორისო ორგანიზაცის მხარდაჭერით მომზადებული საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარების ასისტენტ-მკვლევარი.