იურისტი ბიზნეს მოლაპარაკებებში - რჩევები დამწყებთათვის

19:00 1 მაისი, 2026

2 საათი

ტრენერი: გიორგი ცერცვაძე

2026 წლის 1 მაისს, 19:00 საათზე, გაიმართება ტრენინგი თემაზე: იურისტი ბიზნეს მოლაპარაკებებში - რჩევები დამწყებთათვის.

ბიზნეს საკითხების მოგვარება ხშირად ყველაზე ეფექტურია მოლაპარაკებების გზით. იურისტის როლი ამ პროცესში გადამწყვეტია, რადგან მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმება პირდაპირ კავშირშია ეფექტურ ადვოკატირებასა და შესაბამის უნარ-ჩვევებთან. ტრენინგზე განხილული იქნება მოლაპარაკების ძირითადი ეტაპები, ტაქტიკა და პრობლემის მოგვარების ტექნიკა, რაც სტუდენტებსა და პრაქტიკოს იურისტებს დაეხმარება მოლაპარაკებების რთული დინამიკის გაგებასა და დაძაბულობის დაძლევის პრაქტიკული მიდგომების შემუშავებაში.

ტრენინგი გაიმართება იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ ოფისში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჟ. შარტავას 40, მე-9 სართული. ხანგრძლივობა 2 საათი.

ტრენინგზე დამსწრე პირებს გადაეცემათ ელექტრონული სერტიფიკატები.  

ტრენინგზე დასწრება უფასოა!

მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ წინამდებარე სარეგისტრაციო ფორმა. ტრენინგზე დასასწრებად შერჩეული კანდიდატები მიიღებთ შესაბამის დადასტურების მეილებს.

რეგისტრაცია