დუალისტური კლასის აქციათა სტრუქტურის მნიშვნელობა თანამედროვე კორპორაციული მართვისთვის

19:00 8 დეკემბერი, 2023

2 საათი

ტრენერი: ქეთევან კვეტენაძე


2023 წლის 08 დეკემბერს 19:00 საათზე გაიმართება ტრენინგი თემაზე: საწარმოს წილის ნასყიდობის თავისებურებები ქართულ სამართალში

დუალისტური კლასის აქციათა სტრუქტურამ, როგორც კორპორაციული მართვის მექანიზმმა, ფეხი მოიკიდა თანამედროვე მსოფლიოში. დუალისტური კლასის აქციათა სტრუქტურა გულისხმობს კორპორაციის მიერ ერთდროულად ორი (ან მეტი) კლასის აქციების გამოშვებას: როგორც ჩვეულებრივისა და პრივილეგირებულის, ასევე ჩვეულებრივი აქციის რამდენიმე კლასის, განსხვავებული ხმის უფლებით. აღნიშნული ტენდენცია შეინიშნება ისეთ მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში, როგორიცაა Google, Facebook, Snap Inc. და ა.შ. დუალისტური კლასის აქციათა სტრუქტურასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება სხვადასხვა კლასის აქციათა გამოშვების მნიშვნელობა და მიზეზები, თუ რატომ მიმართავენ კორპორაციები ამ გზას, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, აქციათა კლასების პრაქტიკული დანიშნულება და მათი გავლენა საწარმოს კორპორაციულ მართვაზე.

ტრენინგი გაიმართება იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ ოფისში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჟ. შარტავას 40, მე-9 სართული. ხანგრძლივობა 2 საათი.

ტრენინგზე დამსწრე პირებს გადაეცემათ ელექტრონული სერტიფიკატები.  მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ წინამდებარე სარეგისტრაციო ფორმა.

რეგისტრაცია