ტრენერი: ანა პაპკიაური
2023 წლის 15 დეკემბერი 19:00 საათზე გაიმართება ტრენინგი თემაზე: საწარმოს წილის ნასყიდობის თავისებურებები ქართულ სამართალში
საწარმოს წილის, როგორც აქტივის ნასყიდობით ხდება პარტნიორის უფლების გასხვისება. აღნიშნული საკითხი აქტუალურია ბევრი მიმართულებით, მათ შორის, თუ კონკრეტულად რა შეზღუდვები შესაძლოა წარმოიქმნას წილის ნასყიდობისას, რა პროცედურები და დოკუმენტაციაა საჭირო ტრანზაქციის ყოველგვარი ხარვეზის გარეშე შესასრულებლად, გადახდის რა ფორმებს მიმართავენ მსხვილი კომპანიები და ა.შ. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ განიხილონ კონკრეტული დოკუმენტების ტიპები(NDA, Term sheets, SPA, etc.), რაც უზრუნველყოფს ტრანზაქციის სამართლებრივ გამართულობას, ასევე მექანიზმები თუ როგორ უნდა მოხდეს ტრანზაქციის მხარეების უფლებების დაცვა და რა საშუალებები უნდა ჩაიდოს კონკრეტულ ხელშეკრულებაში მყიდველის უფლებების ხანგრძლივ პერიოდზე დასაცავად.
ტრენინგი გაიმართება იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ ოფისში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჟ. შარტავას 40, მე-9 სართული. ხანგრძლივობა 2 საათი.
ტრენინგზე დამსწრე პირებს გადაეცემათ ელექტრონული სერტიფიკატები. მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ წინამდებარე სარეგისტრაციო ფორმა.