დავების საბჭო (Dispute Board): დავების გადაწყვეტის ახალი ალტერნატიული საშუალება საქართველოში

19:00 9 მარტი, 2023

2 საათი

ტრენერები: ოთარ მაჩაიძე, თათია თურაზაშვილი

2023 წლის 09 მარტს,  19:00 საათზე გაიმართება ტრენინგი თემაზე: დავების საბჭო (Dispute Board): დავების გადაწყვეტის ახალი ალტერნატიული საშუალება საქართველოში.

დავების საბჭო ("DB") ეს არის მექანიზმი, რომელიც შედგება ერთი ან სამი „DB“ წევრისაგან. როგორც წესი, დავების საბჭო გათვალისწინებულია გრძელვადიან ხელშეკრულებებში, ეს მექანიზმი გამოიყენება მხარეთა დასახმარებლად, რათა თავიდან აიცილონ და გადალახონ უთანხმოება ან დავა, რომელიც ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში შეიძლება წარმოიშვას. როგორც წესი, დავების საბჭო ხშირად არის გათვალისწინებული სამშენებლო პროექტებში, FIDIC ხელშეკრულებებში.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება დავების საბჭოს არსი, მონაწილეები შეძლებენ მოისმინონ თუ როგორ განსხვავდება „DB“-ის პროცესი დავების გადაწყვეტის სხვა ფორმებისგან, რა ფორმით უნდა გაითვალისწინონ „DB“ მხარეებმა ხელშეკრულებებში, რა მექანიზმები არსებობს  „DB“-ის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს „DB“ საარბიტრაჟო განხილვის დაწყების წინაპირობა, ასევე თუ როგორ ყალიბდება „DB“ და  როგორ უნდა მართონ მიმდინარე ოპერაციები მაქსიმალური ეფექტიანობისთვის. ასევე ტრენინგის დასრულებისას მონაწილეები შეძლებენ იდენტიფიცირებას თუ რა უპირატესობები გააჩნია დავების გადაწყვეტას “DB”-ის მეშვეობით.

ტრენინგი გაიმართება იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ ოფისში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჟ. შარტავას 40, მე-9 სართული. ხანგრძლივობა 2 საათი.

ტრენინგზე დამსწრე პირებს გადაეცემათ ელექტრონული სერტიფიკატები. მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ წინამდებარე სარეგისტრაციო ფორმა.

რეგისტრაცია