ტრენერები: მათე ხვედელიძე, სიმონ ტაკაშვილი
2023 წლის 22 თებერვალს, 20:00 საათზე გაიმართება ტრენინგი თემაზე: სახელმწიფოსა და უცხოელ ინვესტორს შორის წარმოშობილი საერთაშორისო საინვესტიციო დავისას არბიტრაჟისთვის მიმართვაზე უფლებამოსილი სუბიექტები.
ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დავის გადაწყვეტის ეფექტური მექანიზმების დანერგვა წარმოადგენს საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის უმნიშვნელოვანეს მიღწევას. ამის გათვალისწინებით, საინვესტიციო სამართალში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა იმის დადგენა, თუ რომელ ინვესტორს აქვს დავის გადაწყვეტის საერთაშორისო მექანიზმებზე წვდომის უფლებამოსილება.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება საარბიტრაჟო სარჩელის ინიცირების შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორისთვის. ასევე, განხილული იქნება არბიტრაჟისთვის მიმართვაზე უფლებამოსილი სუბიექტები, წინა საინვესტიციო პროცედურებთან დაკავშირებული საარბიტრაჟო სარჩელები (Pre- Investment Expenditure), მინორიტარი აქციონერი და მეწილეები, როგორც საარბიტრაჟო მოსარჩელეები, არაპირდაპირი აქციონერები და მეწილეები, როგორც საარბიტრაჟო მოსარჩელეები, ფიზიკური და იურიდიული პირი ინვესტორების ეროვნულობის განსაზღვრის საერთაშორისო სტანდარტები და სხვა.
ტრენინგი გაიმართება იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ ოფისში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჟ. შარტავას 40, მე-9 სართული. ხანგრძლივობა 2 საათი.
ტრენინგზე დამსწრე პირებს გადაეცემათ ელექტრონული სერტიფიკატები. მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ წინამდებარე სარეგისტრაციო ფორმა.