საარბიტრაჟო განხილვის უპირატესობები IT დავების გადაწყვეტისას

19:00 23 დეკემბერი, 2022

2 საათი

ტრენერი: ოთარ მაჩაიძე, ნანა თურმანიძე

2022 წლის 23 დეკემბერს,  19:00 საათზე გაიმართება ტრენინგი თემაზე: საარბიტრაჟო განხილვის უპირატესობები IT დავების გადაწყვეტისას.

IT ინდუსტრია დღეს უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება, ვიდრე ოდესმე.  ხოლო სადაც არის სწრაფი ცვლილება, მოცულობითობა და სფეროსთვის დამახასიათებელი თავისებურებები ბუნებრივია იქნება დავა, რომელიც გადაწყვეტას საჭიროებს.

წინამდებარე ტრენინგზე განხილული იქნება საარბიტრაჟო განხილვის უპირატესობები, რომლებიც სასამართლოსთან შედარებით არბიტრაჟს აქცევს IT დავების  გადაწყვეტის ოპტიმალურ მექანიზმად, მათ შორის გაანალიზდება საქმისწარმოების კონფიდენციალურობა, მოქნილობა, მტკიცებულებათა გამოკვლევის თავისებურება, გადაწყვეტილებების პირდაპირი აღსრულების, არბიტრების გამოცდილების მიხედვით არჩევის, მხარის პოზიციის მხარდასაჭერად დამოუკიდებელი ესპერტის არჩევის შესაძლებლობა და სხვა აქტუალური საკითხები.  

ტრენინგი გაიმართება იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ ოფისში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჟ. შარტავას 40, მე-9 სართული. ხანგრძლივობა 2 საათი.

ტრენინგზე დამსწრე პირებს გადაეცემათ ელექტრონული სერტიფიკატები. მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ წინამდებარე სარეგისტრაციო ფორმა.

 

რეგისტრაცია