ტრენერი: მათე ხვედელიძე
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება ტრენინგი თემაზე: შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და შეჩერების საფუძვლები სასამართლო პრაქტიკაში და გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობისას უფლების დაცვის პროცესუალური საშუალებები.
შრომითი ხელშეკრულება თავის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სამართლებრივი ინსტიტუტია. შესაბამისად, მხარეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ განჭვრეტადი იყოს შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილი პრობლემური საკითხები და გადაჭრის გზები. ტრენინგზე განხილული იქნება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და შეჩერების სამართლებრივი საფუძვლები პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, ასევე სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის შემთხვევაში უფლების დაცვის პროცესუალური საშუალებები.
ტრენინგი გაიმართება იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ ოფისში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჟ. შარტავას 40, მე-9 სართული. ხანგრძლივობა 2 საათი.
ტრენინგზე დამსწრე პირებს გადაეცემათ ელექტრონული სერტიფიკატები. მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ წინამდებარე სარეგისტრაციო ფორმა.