ტრენერი: სიმონ ტაკაშვილი, სალომე კობერიძე
2022 წლის 19 ოქტომბერს 19:00 საათზე გაიმართება ტრენინგი თემაზე: შპს-ის პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის საფუძვლები „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონით.
„მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებამ ახლებურად მოაწესრიგა შპს-ის პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის საკითხი. ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძვლები და წესები. გაანალიზდება ძველი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე არსებული სასამართლო პრაქტიკა და შეფასდება ახალ კანონთან მისი შესაბამისობა/შეუსაბამობის საკითხები.
ტრენინგი გაიმართება იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ ოფისში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჟ. შარტავას 40, მე-9 სართული. ხანგრძლივობა 2 საათი.
ტრენინგზე დამსწრე პირებს გადაეცემათ ელექტრონული სერთიფიკატები. მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ წინამდებარე სარეგისტრაციო ფორმა.