ჩვენი კომპანიის - "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" იურისტთა გუნდი გთავაზობთ Due Diligence [სათანადო გულისხმიერების] სერვისს, რათა საქმიანობის დაწყებამდე ან საქმიანობის პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე, მათ შორის თქვენთვის მნიშვნელოვანი ტრანზაქციების განხორციელებამდე, შეძლოთ სრული სამართლებრივი სურათის დანახვა და გაანალიზება, რისკების და პერსპექტივების შეფასება, ხელი მიგიწვდებოდეთ მაქსიმალურად ზუსტ, მნიშვნელოვან და ხარისხიან ინფორმაციაზე და გადადგათ, რაც შეიძლება  წინდახედული ნაბიჯები და მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.

ჩვენ მომსახურების სპექტრი მოიცავს სამართლებრივ რჩევებს - სათანადო მომზადების, კვლევის და შედეგების ანალიზის საფუძველზე ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ ისეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ სფეროებში, რომლებსაც განეკუთვნება: კონკურენციის სამართალი,  ინტელექტუალური საკუთრების სამართალი,  საგადასახადო სამართალი, შრომის კანონმდებლობა, სახელშეკრულებო სამართალი, საავტორო უფლებები, საკორპორაციო სამართალი  და სხვა.