გამოცემა ეძღვნება ცნობილი ქართველი მეცნიერის, ცივილისტის და საზოგადო მოღვაწის პროფესორ თევდორე ნინიძის დადბადებიდან 65 წლის იუბილეს.
იროდიონ სურგულაძე (1892-1945) - უმაღლესი იურიდიული განათლების ერთერთი ფუძემდებელი საქართველოში, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1927), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, სამართლის თეორიის, სამართლის ფილოსოფიის, სახელმწიფო სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის და სამართლის ისტორიის ერთერთი მესაძირკვლე საქართველოში, სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის კათედრის გამგე, საქართველოს უმაღლესი სასამართლოს წევრი (1925- 1927), საბჭოთა აღმშენებლობისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე (1930-1932), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1944).