კარიერა: თამაზ სუჯაშვილი ჯეი ენდ თი ქონსალთინგის გუნდს 2024 წლის სექტემბერში შემოუერთდა პარალეგალის პოზიციაზე, ხოლო 2025 წლის დეკემბერში დაწინაურდა უმცროსი იურისტის პოზიციაზე. მისი პრაქტიკა მოიცავს ხელშეკრულებების მომზადებასა და მოლაპარაკებებს, საარბიტრაჟო და სასამართლო დავების მართვას, IT და ტექნოლოგიების სამართალს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესაბამისობის საკითხებსა და შრომით-სამართლებრივ საკითხებს. თამაზს გაწეული აქვს უწყვეტი სამართლებრივი და კომერციული მხარდაჭერა ტექნოლოგიების სექტორში მოქმედი კორპორაციული კლიენტებისთვის, მათ შორის IT პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების მიმართულებით.
თამაზი არის საქართველოში ვაინშტაინის საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებული 2023 წლის საერთაშორისო მედიაციის წერის შეჯიბრის გამარჯვებული. იგი ასევე მონაწილეობდა Willem C. Vis-ის 32-ე საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებულ პროცესში.
პუბლიკაციები
კვლევითი კონტრიბუტორი - იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში. ცერცვაძე, მაჩაიძე, სვანაძე და ცერცვაძე. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა, მარტი 2026.
განათლება
თამაზი ამჟამად ასრულებს სამართლის ბაკალავრის პროგრამას თავისუფალ უნივერსიტეტში.
სამუშაო ენები
ინგლისური, რუსული, გერმანული, ქართული.
