სიმონ ტაკაშვილი

პარტნიორი

კარიერა:  სიმონ ტაკაშვილი „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ გუნდს შემოუერთდა 2014 წლიდან და იკავებდა უფროსი იურისტის პოზიციას, 2021 წლიდან კი გახდა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ პარტნიორი.

2014 წელს სიმონმა წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა კერძო სამართლის მიმართულებით და გახდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. იგი ეწევა აქტიურ საადვოკატო საქმიანობას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და ახორცილებს კლინეტების ინტერესების წარმოდგენას სასამართლოში და არბიტრაჟში.

სიმონი იურიდიული ფირმების საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის Legal 500-ის მიერ  ბოლო წლების განმავლობაში უწყვეტად დასახელებულია წარმატებულ იურისტად.

გარდა პრაქტიკული საქმიანობისა, სიმონი აქტიურადაა ჩართული აკადემიურ საქმიანობაში. მას ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული აქვს 25-მდე სამეცნიერო სტატია, სახელმძღვანელოები (თანაავტორობით) და მონოგრაფია. ამასთან, სიმონი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და შრომის კოდექსის კომენტარების ერთ-ერთი თანაავტორი. იგი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციებში, ჩართულია საერთაშორისო და  ადგილობრივი სამეცნიერო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ კვლევით პროექტებში, რომლებიც შეეხება კერძო სამართლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხს.

სიმონი 2016 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. კერძოდ, იგი 2016-2019 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ხოლო 2020 წლიდან დღემდე არის კავკასიის უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. სიმონი ჩართულია მაგისტრანტებისა და დოქტორანტების კვლევითი ნაშრომების ხელმძღვანელობასა და შეფასებაში, ამავდროულად ის კითხულობს ლექციებს კერძო სამართლის მიმართულებით.

სიმონი ასევე, გახლავთ საქართველოში უნივერსალური საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი დანიშნული საფოსტო ოპერატორის გენერალური დირექტორის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში.

განათლება: სიმონმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელმობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და 2013 წელს მიენიჭა სამართლის ბაკალავრის ხარისხი. სიმონმა 2015 წელს დაასრულა ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა კერძო სამართლის მიმართულებით, ხოლო 2016-2017 წლებში მოიპოვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სტიპენდია, რომლის მეშვეობით, გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში, Max-Planck-ის შედარებითი და  საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტში განხორცილებულ სამეცნიერო კვლევის საფუძველზე, 2019 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი.

წევრობა: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, თურქული.

 

 

პუბლიკაციები:

 

1.Takashvili,S. International standards for foreign investment protection and compliance of  national legislation with European and international investment legal regimes, Published by Lawyers’ World, 2020;

2. Takashvili,S. Commentary on the Civil Code of Georgia, Book One, (Articles 105-107) Georgian, Co-author, GIZ, 2017;

3. Takashvili,S. Practical Handbook in Labor Law, Georgian, Co-author, Sulkhan-Saba Orbeliani State University, 2021;

4. Takashvili,S. Handbook Introduction to Georgian Civil Law Georgian Co-author Sulkhan-Saba Orbeliani State University, 2023;

5. Takashvili,S. Commentary on the Labor Code of Georgia, Georgian, Co-author, ILO, 2023;

6. Takashvili,S. Legal Analysis of the Material and Procedural Terms Concerning the Rights, Derived from the Termination of Labour Agreement in the Light of the 29 June 2016 as-469-450-2016 Decision of the Supreme Court of Georgia Russian/English Simoni Takashvili GIZ, 2017;

7. Takashvili,S. The Applicable Law to the Subject Matter of  the  Dispute  in  International  Investment Law According  to  ICSID  Convention  and  Georgian  Law When considering a dispute through international arbitration Anniversary collection of Tedo Ninidze English Simoni Takashvili European Journal of Transformation Studies, 2017;

8. Takashvili,S. Determining the substantive law to be applied in the absence of agreement between the parties Georgian Simoni Takashvili, Meridiani 2016;

9. Takashvili,S. Constitutional protection of the labor rights of public servants Grounds and legal analysis of some issues related to his dismissal Current issues of Georgian administrative law Georgian Tornike Nemstsveridze, Simoni Takashvili, Lawyers’ World 2016;

10.Takashvili,S. Proceedings due to newly discovered circumstances Legal analysis of some grounds for renewal Guram Nachkebia Anniversary Collection Georgian, Simoni Takashvili, 2016;

11. Takashvili,S. Presumption of accuracy and completeness of public registry data - Democratic legislation or a legislative gap ?! Collection dedicated to the memory of Ivane Javakhishvili Georgian, Simoni Takashvili, 2015;

12. Takashvili,S. Legal regulation of documentary letter of credit According to the legislation of Georgia and Its compliance with international trade customs Private Law Review, # 1 Georgian Simoni Takashvili, TSU, 2015;

13. Takashvili,S. Presumption of Veracity and Completeness of Public Registry Data - Democratic Legislation or a Legal Gap South Caucasus Law Journal Russian/English, Simoni Takashvili, 2014;

14. Takashvili,S. Liabilities arising from unjust enrichment Conflict legal aspects in Georgian private international law Student Law Journal Geogian, Simoni Takashvili, GIZ, 2014;

15. Takashvili,S. Mediation as an alternative form of dispute resolution, Importance in the process of reviewing and resolving collective labor disputes Alternative Dispute Resolution, Yearbook Geogian/English, Simoni Takashvili, GIZ, 2014;

16. Takashvili,S. . Establishment and activities of microfinance organizations Some legal issues under Georgian law Collection dedicated to the memory of Luarsab Andronikashvili - Current issues of Georgian law Geogian, Simoni Takashvili, TSU, 2014;

17. Takashvili,S. Colloquial legal aspects of an employment contract In Georgian International Private Law Anniversary collection of Zurab Akhvlediani Geogian, Tamari Gadrani, Simoni Takashvili, 2013;

18. Takashvili,S. Origin of ownership of a movable item Legal regulation according to Georgian legislation Anniversary collection of Besarion Zoidze Geogian, Simoni Takashvili, 2013;

19. Takashvili,S. . Legislative norms regulating tortious obligations Problems of perfection in Georgian international private law Student Law Journal Geogian, Simoni Takashvili, GIZ, 2013;

20. Takashvili,S. Perspectives of legal regulation of mediation in Georgia National Center for Alternative Dispute Resolution Geogian, Co-author, 2013;

21. Takashvili,S. Trends in the formation and development of notary mediation in Georgia, Alternative Dispute Resolution, Year book, Geogian/English, Simoni Takashvili, TSU, 2012;

22. Takashvili,S. Legal status of the extension at the time of sale of the subject of the mortgage Student Law Journal Geogian Simoni Takashvili, GIZ, 2012;

23. Takashvili,S. Director’s Liability, Derivative Claim Analysis Of Courts’ Decisions, Georgian, Simoni Takashvili, CSL, 2021;

24. Takashvili,S. A loss of Trust as the LEGAL GROUND FOR DISMISSAL OF AN EMPLOYEE (BASED ON SEVERAL COURT DECISION) Georgian, Simoni Takashvili, Sulkhan Saba Orbeliani University, 2021;

25. Takashvili,S. The Legal status of the Foreign Company’s Subsidiary in Georgian Court Practice, Georgian, Co-author, CSL, 2022

26. Takashvili,S. The process of the burden of proof in the expulsion of the partner from limited liability company, Georgian, Simoni Takashvili, 2022;

27. Takashvili,S. The process of the burden of proof during the Piercing Corporate Veil of Capital Company’s, Shareholder’s/Partner’s, Georgian, Co-author, Sulkhan Saba Orbeliani University, 2023.