კარიერა: მარი ციცქიშვილი ჯეი ენდ თი ქონსალთინგის გუნდს 2015 წელს შემოუერთდა, როგორც სტაჟიორი იურისტი. 2018 წლიდან იგი კომპანიის ერთ-ერთი უფროსი იურისტი, ამჟამად კი კომპანიის იურიდიული დირექტორია.
მარი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უწყვეტად ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას. 2018 წელს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა კერძო სამართლის მიმართულებით. 2021 წელს კი ასევე ფლობს დამატებითი სპეციალიზაციას ბავშვთა უფლებებში. შესაბამისად, აქტიურად იცავს კლინტთა უფლებებს სასამართლოში, მათ შორის ისეთ დავებშიც, რომელშიც არასრულწლოვნები არიან ჩართული.
გარდა იმ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი როლისა, რომელსაც იგი ჯეი ენდ თი ქონსალთინგში ასრულებს, მარი არის ა(ა)იპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი და იგი ასევე ჩართულია შპს „ი ბი ეი მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრის“ საქმიანობაში მისი დაფუძნების დღიდან, როგორც საქმეთა უფროსი მენეჯერი.
გარდა პრაქტიკული საქმიანობისა, მარი ეწევა აკადემიურ საქმიანობასაც, 2021 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
განათლება: მარი ციცქიშვილმა, 2014 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2017 წელს ამავე უნივერსიტეტისაგან მიენიჭა კერძო სამართლის მაგისტრის ხარისხი, ამჟამად მარი ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტია.
წევრობა: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საქართველოს მედიატორთა ასოციაცია;
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.