მოთხოვნის უფლებათა კონკურენცია ვინდიკაციური და კონდიქციური სარჩელების მაგალითზე

რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩა

იურიდიული კომპანია „ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“ პრაქტიკოს იურისტებს, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, ასევე, კერძო სამართლით დაინტერესებულ სხვა პირებს სთავაზობს ტრენინგს თემაზე „მოთხოვნის უფლებათა კონკურენცია ვინდიკაციური და კონდიქციური სარჩელების მაგალითზე“.

კურსი ეხება ვინდიკაციური (უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა) და კონდიქციური (უსაფუძვლო გამდიდრება) სარჩელების დახასიათებას და მათი გამოყენების პრაქტიკულ ასპექტებს.

ტრეინინგის მიმდინარეობისას განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

• ვინდიკაციური სარჩელის წარდგენის წინაპირობები;
• უკანონო მფლობელობაში არსებული ნივთის გაუმჯობესების სამართლებრივი შედეგები;
• ვინდიკაციურ სარჩელთან დაკავშირებული მტკიცების ტვირთის კონკრეტული ელემენტები; 
• უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის მახასიათებელი ნიშნები;
• კონდიქციური სარჩელის გამოყენების წინაპირობები;
• ზიანის ანაზღაურების საკითხები;
• კანონისმიერი პროცენტის დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლები;
• კეთილსინდისიერების როლი ვინდიკაციურ და კონდიქციურ ურთიერთობებში და ამ ორი სარჩელის გამიჯვნის სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტები. 

კურსი ეფუძნება ვინდიკაციური და კონდიქციური სარჩელების შედარებით ანალიზს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ამ სარჩელებთან დაკავშირებით დადგენილი პრაქტიკის საფუძველზე.

ტრენინგს გაუძღვება ლევან ჯანაშია - თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის თავმჯდომარე,
ასისტენტ-პროფესორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ტრენინგის ჩატარების თარიღი: 22 მაისი, 12:00 სთ

რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 21 მაისი, 15:00 საათი.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 საათი.

გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

ტრენინგის საფასური - 50 ლარი.

 

ტრენინგის ჩატარების ადგილი - თბილისი, ჟ. შარტავას N40, მე-10 სართული, "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" ოფისი.

დაწვრილებითი ინფორმაცია აპლიკანტებს დაეგზავნებათ პირადად, სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

საკონტაქტო ინფორმაცია :
579 90 45 20

558 04 44 00

tamar.bendeliani@jtconsulting-geo.com

mari.tsitskishvili@jtconsulting-geo.com

რეგისტრაცია

დაბადების თარიღი
ელ-ფოსტა