მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალი სისტემა

რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩა

იურიდიული კომპანია „ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“ გთავაზობთ ტრენინგ-კურსს თემაზე „მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალი სისტემა“.

კურსის მიზანია მსმენელებს დაეხმაროს რეფორმის შედეგების სწორად შეფასებაში, რათა მათ მარტივად შეძლონ სააღრიცხვო და დაბეგვრის ახალ რეგულაციებზე მორგება და სარისკო საკითხების იდენტიფიცირება.

ტრენინგ-კურსი განკუთვნილია ფინანსური დირექტორების, ფინანსური მენეჯერების, ბუღალტრების, აუდიტორების, შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების სპეციალისტების, აღრიცხვის დამწყები სპეციალისტებისა და სხვა ამ სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის.

 

კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • მოგების გადასახადის გადამხდელი, დაბეგვრის ობიექტი, საანგარიშო პერიოდი, გადასახადის განაკვეთი;
  • მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა;
  • განაწილებული მოგება, საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით ფულადი ან არაფულადი ფორმით განაწილებული მოგება;
  • ოპერაციები, რომლებიც არ ითვლება განაწილებულ მოგებად;
  • გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
  • საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაცია;
  • უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;
  • უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ან/და ფულადი სახსრების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრება;
  • წარმომადგენლობითი ხარჯების დაბეგვრა;
  • გადასახადისაგან გათავისუფლება;
  • საქართველოს ფარგლების გარეთ გადახდილი გადასახადის ჩათვლა;
  • მოგების გადასახადის დეკლარაცია;

კურსის ფარგლებში მსმენელებთან ინტერაქციულ რეჟიმში განხილული იქნება მოგების გადასახადთან დაკავშირებული პრაქტიკაში არსებული პრობლემური საკითხები. მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ პასუხები მათთვის პრობლემურ და აქტუალურ კითხვებზე.

 

ტრენინგ-კურსს გაუძღვებიან:

ბიძინა ჯავშანიშვილი _ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი;

ეკატერინე ბატიაშვილი _ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აუდიტორი.

 

ტრენინგ-კურსის ჩატარების თარიღი: კურსი მოიცავს ოთხ შეხვედრას (26, 27, 28, 29 დეკემბერი), თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 1,5 სთ (19:00-20:30).

ტრენინგ-კურსის ღირებულება: 150 ლარი.

რეგისტრაციისათვის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ბმული: https://goo.gl/forms/il3g7C1PkHUxnMVG3

რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 22 დეკემბერი.

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

✆ 558 044 400

mari.tsitskishvili@jtconsulting-geo.com

 

 

რეგისტრაცია

დაბადების თარიღი
ელ-ფოსტა