არბიტრაჟი - ბიზნეს და საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება

რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩა

იურიდიული კომპანია „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ ორგანიზებით ტარდება ტრენინგ-კურსი თემაზე „არბიტრაჟი - ბიზნეს და საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება“.

კურსი განკუთვნილია პრაქტიკოსი იურისტებისთვის და კერძო სამართლით დაინტერესებული სხვა პირებისთვის.

დღე I 
არბიტრაჟის ინსტიტუტის ზოგადი დახასიათება;
არბიტრაჟის კლასიფიკაცია;
არბიტრაჟი საქართველოში (კანონმდებლობა, მომავლის პერსპექტივა);
განხილვის წინაპირობები;
რატომ არბიტრაჟი? დადებითი და უარყოფითი მხარეები;

არბიტრაჟის და სასამართლოს ურთიერთ მიმართება;
საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები;
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და ცნობა-აღსრულება (უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვტილების ცნობა-აღსრულება, ნიუ-იორკის კონვენცია).

დღე II 
ა) საერთაშორისო საინვესტიციო დავების განხილვისა და გადაწყვეტის სპეციფიკა
საარბიტრაჟო განხილვის თავისებურებანი;
საინვესტიციო დავის განხილვის ცენტრები;
ICSID კონვენცია.

ბ) საერთაშორისო საინვესტიციო დავის განხილვა ICSID კონვენციის საფუძველზე 
გამოსაყენებელი მატერიალური სამართალი;
ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების (BIT) მნიშვნელობა;
გამოსაყენებელი საპროცესო სამართალი;
საქართველო - საინვესტიციო დავის მონაწილე ქვეყანა.

ტრენინგებს გაუძღვებიან: 
ოთარ მაჩაიძე - თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის თავმჯდომარის თანაშემწე, იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" იურისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი);
სიმონ ტაკაშვილი - იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" იურისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი).
ტრენინგ-კურსის ჩატარების დრო: 4 და 5 ივნისი, 15:00-18:00 სთ.
ტრენინგ-კურსის ხანგრძლივობა:  6 საათი (დღე I - 3 საათი; დღე II – 3 საათი).

ტრენინ-კურსის ჩატარების ადგილი: თბილისი, ჟ. შარტავას N40, მე-10 სართული, "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" ოფისი.

გაიცემა კურსის გავლის დამადასტურებელი ორენოვანი სერთიფიკატი.

კურსის საფასური - 50 ლარი. სტუდენტებისთვის მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება და საფასურია 25 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ აღნიშნული ფასდაკლებით სარგებლობა, არ განახორციელოთ ელექტრონული გადახდა აპლიკაციის საშუალებით და საბანკო რეკვიზიტებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე. 

კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია 03 ივნისის 18:00 სთ-მდე. ტრენინგებზე დასწრებას შეძლებენ ის პირები, რომლებიც მითითებულ ვადაში დარეგისტრირდებიან და გადაიხდიან მონაწილეობის საფასურს.

დაწვრილებითი ინფორმაცია შერჩეულ აპლიკანტებს გაეგზავნებათ პირადად, სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

საკონტაქტო ინფორმაცია :
579 90 45 20

558 04 44 00

tamar.bendeliani@jtconsulting-geo.com

mari.tsitskishvili@jtconsulting-geo.com

რეგისტრაცია

დაბადების თარიღი
ელ-ფოსტა