თეო კვირიკაშვილი

თეო კვირიკაშვილი
უფროსი იურისტი

თეო კვირიკაშვილმა იურიდიული განათლება 2009-2013 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. 2015 წელს კი ამავე უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. ამჟამად თეო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია.

2013 წლიდან დღემდე აქტიურად მონაწილეობს მრავალ ეროვნულ თუ საერთაშორისო  კონფერენციაში, სემინარსა თუ ვორქშოფში. 

2016 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სტატია დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მიმართულებით. 

2013-2015 წლებში მუშაობდა იურისტად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში. 2016 წელს ეწეოდა დამოუკიდებელ საადვოკატო საქმიანობას.

თეო ჩვენს გუნდს 2017 წლის მაისში შემოუერთდა, ამჟამად იგი ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უფროსი იურისტია. 

2017 წლიდან დღემდე თეო არის ასისტენტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 

ინტერესის სფერო: საერთაშორისო კერძო, საარბიტრაჟო და საინვესტიციო სამართალი, ასევე, კონკურენციის სამართალი. 

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, იტალიური. 

გიორგი ცერცვაძე
მმართველი პარტნიორი
სიმონ ტაკაშვილი
უფროსი იურისტი
თამარ ბენდელიანი
უფროსი იურისტი
მაჩვენე ყველა