თამარ ბენდელიანი

თამარ ბენდელიანი
უფროსი იურისტი

თამარ ბენდელიანმა იურიდიული განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2015 წლებში მიიღო. 2017 წელს წარჩინებით დაასრულა ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა კერძო სამართლის მიმართულებით.

2015 წლის იანვრიდან ნოემბრამდე მუშაობდა საადვოკატო ბიურო "OK & CG-ში" იურისტის პოზიციაზე.

თამარი ჩვენს გუნდს 2015 წლის ნოემბერში შემოერთდა და ამჟამად "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" უფროსი იურისტია.

თამარს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტში, მათ შორის, დებატების ჩემპიონატებში, იმიტირებულ პროცესებში, საზაფხულო სკოლებში.  2012-2014 წლებში იგი იყო სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელის წევრი პროგრამის "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში, ხოლო 2013-2014 სასწავლო წელს - ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის სემინარებისა და კონფერენციების აპარატის წევრი.

თამარის პროფესიული ინტერესებია: სახელშეკრულებო სამართალი, კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები, საერთაშორისო კერძო სამართალი, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებები.

სამუშოა ენები: ქართული, ინგლისური.

 

გიორგი ცერცვაძე
მმართველი პარტნიორი
სიმონ ტაკაშვილი
უფროსი იურისტი
მარი ციცქიშვილი
უფროსი იურისტი
მაჩვენე ყველა