სიმონ ტაკაშვილი

სიმონ ტაკაშვილი
უფროსი იურისტი

 

სიმონ ტაკაშვილმა იურიდიული განათლება 2009-2013 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. ამავე უნივერსიტეტისაგან მიიღო სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი 2015 წელს. ამჟამად სწავლობს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე კერძო სამართლის მიმართულებით.

სხვადასხვა დროს იყო საუნივერსიტეტო,  საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და British American Tobacco (BAT) სტიპენდიის მფლობელი.

2013 წლის დეკემბერში წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა კერძო სამართლის სპეციალიზაციით და 2015 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

გამოქვეყნებული აქვს ათზე მეტი სტატია სამართლის სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე.

2011-2012 წლებში გადიოდა სტაჟირებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. 2013 წლის იავრიდან ივლისამდე იყო იურიდიული კომპანია “Real Consulting”-ის იურისტი. 2012-2014 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის მენეჯერად. 2014 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე იყო შპს "სამართლებრივი განვითარების ინსტიტუტის" მენეჯერი.

სიმონი ჩვენს გუნდს 2014 წლის მარტიდან შემოუერთდა, ამჟამად იგი კომპანიის ერთ-ერთი უფროსი იურისტია.

2014 წლიდან დღემდე არის ა(ა)იპ "პროფესიული განვითარების აკადემიის" ტრენერი.

2016 წლიდან სიმონი არის კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, 2017 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი. 2018 წლიდან კი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტი.

სიმონ ტაკაშვილის ინტერესის სფეროს წარმოადგენს: საერთაშორისო კერძო, საარბიტრაჟო და საინვესტიციო სამართალი, ასევე, შრომის სამართალი, საკორპორაციო და საბანკო სამართალი.

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, თურქული.

გიორგი ცერცვაძე
მმართველი პარტნიორი
თამარ ბენდელიანი
უფროსი იურისტი
მარი ციცქიშვილი
უფროსი იურისტი
მაჩვენე ყველა