ოთარ მაჩაიძე

ოთარ მაჩაიძე
უფროსი იურისტი

ოთარ მაჩაიძე ჩვენს გუნდს 2014 წელს შემოუერთდა. დღეის მდგომარეობით იგი დასაქმებულა უფროსი იურისტის პოზიციაზე. აქტიური საადვოკატო პრაქტიკის პარალელურად, ოთარი 2013 წლიდან გახლავთ „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის“ თავმჯდომარის თანაშემწე.

ოთარ მაჩაიძემ იურიდიული განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო 2009-2013 წლებში. 2015 წელს წარჩინებით დაასრულა ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე კერძო სამართლის მიმართულებით, რომელიც წარჩინებით დაასრულა 2015 წელს. ამჟამად ოთარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია. იგი აქტიურადაა ჩართული აკადემიურ საქმიანობაში: 2016 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია, აგრეთვე კითხულობს ლექციებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში.

2014 წელს ოთარმა წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა კერძო სამართლის მიმართულებით და გახდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

ოთარ მაჩაიძის სპეციალობის სფეროებს განეკუთვნება სახელშეკრულებო სამართალი, სამოქალაქო პროცესი, საკორპორაციო სამართალი, არბიტრაჟი, მედიაცია და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებები.

ოთარი თავისუფლად ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს, აქვს რუსული ენის საბაზისო დონის ცოდნა.

გიორგი ცერცვაძე
მმართველი პარტნიორი
სიმონ ტაკაშვილი
უფროსი იურისტი
თამარ ბენდელიანი
უფროსი იურისტი
მაჩვენე ყველა