მათე ხვედელიძე

მათე ხვედელიძე
უფროსი იურისტი

მათე ხვედელიძემ იურიდიული განათლება 2009-2013 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. 2014 წელს მიენიჭა  კიოლნის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კიოლნის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა), 2015 წელს კი თსუ-ს სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. მათე ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია.

2013-2014 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის სტაჟიორი.

2015- 2016 წლებში იყო სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციების იურისტი.

2016 წლის იანვრიდან 2016 წლის აგვისტომდე მუშაობდა უფროს იურისტის პოზიციაზე ერთ-ერთ საადვოკატო ბიუროში. 

მათე ჩვენს გუნდს 2016 წლის აგვისტოში შემოუერთდა, იგი ამჟამად კომპანიის ერთ-ერთი უფროსი იურისტია.

მათეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ტრენინგში, სასწავლო კურსში, კონფერენციასა და საზაფხულო სკოლაში.

2014 წლის დეკემბერში მან წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.

ინტერესის სფერო:  სახელშეკრულებო სამართალი, საკორპორაციო სამართალი, არბიტრაჟი, შრომის სამართალი და საინვესტიციო სამართალი. 

სამუშაო ენები: ქართული, გერმანული.

გიორგი ცერცვაძე
მმართველი პარტნიორი
სიმონ ტაკაშვილი
უფროსი იურისტი
თამარ ბენდელიანი
უფროსი იურისტი
მაჩვენე ყველა