მარი ციცქიშვილი

მარი ციცქიშვილი
უფროსი იურისტი

მარი ციცქიშვილმა იურიდიული განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო 2010-2014 წლებში. 2017 წელს წარჩინებით დაასრულა ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა კერძო სამართლის მიმართულებით.

2014-2016 წლებში მარი სხვადასხვა დროს იყოს დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის, პროექტ "თბილისებელის ადვოკატის", სააპელაციო სასამართლოს, შპს "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის" სტაჟიორი.

2015-2016 წლებში იყო ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA) თბილისის გენერალური მდივანი.

2018 წლის ივნისიდან  კისაქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია.

მარი ჩვენს გუნდს 2015 წელს შემოუერთდა, როგორც სტაჟიორი, ამჟამად იგი კომპანიის ერთ-ერთი უფროსი იურისტია. 

მარის გავლილი აქვს საერთაშორისო სასერთიფიკატო კურსი საერთაშორისო საავტორო სამართალში (თბილისი, თსუ, ჩიკაგო-კენტის სამართლის კოლეჯი, კალაბრიას რეგიონის მედიტერანული უნივერსიტეტი). ასევე გავლილი აქვს ორმოც საათიანი სასერთიფიკატო კურსი სპორტულ მედიაციაში (დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი). მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სამართლის სკოლაში, იმიტირებულ პროცესსა და ეროვნულ კონკურსში.

მარის პროფესიული ინტერესებია: სახელშეკრულებო სამართალი, საკორპორაციო სამართალი, საავტორო სამართალი, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებები.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

გიორგი ცერცვაძე
მმართველი პარტნიორი
სიმონ ტაკაშვილი
უფროსი იურისტი
თამარ ბენდელიანი
უფროსი იურისტი
მაჩვენე ყველა