ლუკა ბახტაძე

ლუკა ბახტაძე
ფინანსური მენეჯერი

ლუკა ბახტაძემ 2012 წელს დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა ESM (ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა). 2015 წლიდან იგი ვარვიკის უნივერსიტეტის (University of Warwick, UK) დისტანციური სწავლების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია.

2011-2012 წლებში იყო შპს „მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის“ ფინანსური დეპარტამენტის სტაჟიორი, 2012-2014 წლებში კი მუშაობდა ამავე კომპანიის ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანალიზის სპეციალისტად.

2014-2016 წლებში იყო შპს „ნიკორას“ მთავარი ბუღალტერი.

2016 წელს მუშაობდ შპს "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში" ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

ლუკა ჩვენს გუნდს 2016 წლის აგვისტოში შემოუერთდა, ამჟამად იგი კომპანიის ფინანსური მენეჯერია.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

გიორგი ცერცვაძე
მმართველი პარტნიორი
სიმონ ტაკაშვილი
უფროსი იურისტი
თამარ ბენდელიანი
უფროსი იურისტი
მაჩვენე ყველა