სახელშეკრულებო სამართალი

ხელშეკრულება ბიზნესის ყოველდღიურობაა. ეს ყოველდღიურობა რამდენიმე ძირითად ასპექტს მოიცავს:

ხელშეკრულების პირობების შეთანხმება/მოლაპარაკების წარმოება - ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს ხელშეკრულებაში მათი ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებაში. ჩვენი მიდგომა არც იმდენად ხისტია, რომ მოლაპარაკებები ჩაგიშალოთ და არც იმდენად რბილი, რომ საბოლოო შეთანხმება თქვენი ინტერესების ხარჯზე შედგეს. ჩვენ ოქროს შუალედის მოძებნაში გეხმარებით.

ხელშეკრულების შედგენა- შეთანხმებული პირობების კომპიუტერის მეხსიერებაში/ქაღალდზე გადატანისას ყველაზე მძაფრად ხდება ისეთი წინააღმდეგობების წარმოჩენა, რაზეც მოლაპარაკების დროს ყურადღება არც ერთ მხარეს არ გაუმახვილებია. ხელშეკრულების შედგენისას ჩვენი თანამშრომლები ყოველთვის ჩქარობენ ნელა, რომ პროცესი ხელშეკრულების სხვადასხვა ვარიანტების უსასრულო გაცვლა-გამოცვლაში არ გადაიზარდოს. ჩვენ გეხმარებით არსებითი და არაარსებითი პირობების ერთმანეთისაგან გამიჯვნაში და გაძლევთ რჩევებს ამა თუ იმ პირობის სავარაუდო სამართლებრივი თუ ფინანსური შედეგების შესახებ. ამის შემდეგ თქვენ მაქსიმალურად გიმარტივდებათ გადაწყვეტილების მიღება. ალტერნატივების საკმარისი რაოდენობის შემოთავაზება და საბოლოო რეზულტატით თქვენი კმაყოფილება ჩვენი უმთავრესი ორიენტირია.

ხელშკრულებების რევიზია - უკვე დადებული ხელშეკრულებების სავარაუდო შედეგების შეფასება და შესაბამისი რჩევების მიღება, ერთი მხრივ, დაშვებული შეცდომების იდენტიფიცირებასა და მათ პრევენციაში დაგეხმარებათ, მეორე მხრივ კი, თქვენი მიმდინარე საქმიანობის შესახებ სრული სურათის დანახვის შესაძლებლობას მოგცემთ.

ზემოაღნიშნულ საქმიანობას ჩვენი იურისტები ჯერჯერობით მხოლოდ ოთხ ენაზე: ქართულად, რუსულად, ინგლისურად და გერმანულად აწარმოებენ. ჩვენ ვგეგმავთ, რომ უახლოესი ერთი წლის მანძილზე ეს ყველაფერი ჩვენი თურქულეონოვანი კლიენტებისთვისაც ხელმისაწვდომი გავხადოთ. 

2016-03-23 10:05:01

საბანკო სამართალი

იხილეთ ვრცლად

სადაზღვევო სამართალი

იხილეთ ვრცლად

სატელეკომუნიკაციო სამართალი

იხილეთ ვრცლად

საკორპორაციო სამართალი

იხილეთ ვრცლად

მაჩვენე ყველა